|
ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის ისტორიის განსაკუთრებით მტკივნეულ თემას 1937-1938 წლების „დიდი ტერორი“ წარმოადგენს. საქართველოში 30-იანი წლების სახელმწიფო რეპრესიები ათობით ათას ადამიანს შეეხო და ალბათ არ დარჩენილა ოჯახი, სადაც ამ ტრაგიკულ მოვლენას თავისი კვალი არ დაეტოვებინა. გასამართლებულთათვის სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის განაჩენის სისრულეში მოყვანა რამდენიმე ქალაქში ხდებოდა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და სოხუმი.
როგორც საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, დახვრეტები ხორციელდებოდა ღამით, მინდორზე, თბილისიდან ...... | |
|
|
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საქართველოს პარლამენტს შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნეს.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კიბერუსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების ტემპის ზრდის პარალელურად საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება ...... | |
|
|
2012 წლის 12 აპრილს პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.president.gov.ge) საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი საზოგადოების ინფორმირებულობისაკენ ორიენტირებული ვებ-გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს, ელ.გამჭვირვალობის მაღალი დონის მისაღწევად ვებ-გვერდი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროებს ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემთა ...... | |
|
|
2012 წლის 06 აპრილს პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.ssa.gov.ge) საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი.
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 16.18%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 51.96%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 34.07%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ...... | |
|
|
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა -www.opendata.ge“ შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პროექტის დირექტორმა ლევან ავალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2011 წლის პროექტის ანგარიში გააცნო.
2011-2012 წლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაგზავილ იქნა 7339 განცხადება 229 საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის რეგიონებში.
პროექტის სტატისტიკური შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება
სულ გაიგზავნა - 7339 კითხვა
სრულყოფილი პასუხი - 3763 (57.03%)
არასრულყოფილი პასუხი - 1091 (16.13%)
სამართლებრივი ...... | |
|
|
IDFI-მ 2011 წლის 12 სექტემბრიდან პროექტის - “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge“ მეორე ეტაპი დაიწყო. ინსტიტუტმა საჯარო დაწესებულებებს ოფიციალური წერილებით მიმართა და 2011 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებისა და სხვა საკითხების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. კითხვების უმეტესი ნაწილი პირველ ეტაპზე გაგზავნილი განცხადებების ანალოგიური იყო. ამავე დროს, ინსტიტუტმა ე.წ. სტანდარტულ შეკითხვებთან ერთად, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების შექმნის ხარჯები, საშტატო ნუსხა ...... | |
|
|
IDFI-ი წარმოგიდგენთ პუბლიკაციას: "ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი" (პირველი გამოცემა, 2012). ნაშრომი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკულ მაგალითებს. პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის- www.opendata.ge“ ფარგლებში ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, მათ შორის სასამართლო და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოებიდან. შესაბამისად ინსტიტუტის მიერ დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა ფაქტობრივად საქართველოს მთელს საჯარო სივრცეს მოიცავს. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ...... | |
|