Main Page   Site Map   Contact ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
FacebookFacebook2.0 RSS FEEDGEOENG

ARCHIVE PROJECT


" საარქივო დოკუმენტების კრებულის  გამოცემა " (საარქივო მასალების კვლევა და გამოცემა - 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები საქართველოში)
(პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ  კავკასიის რეგიონალური ოფისის მხარდაჭერით  და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით - 4950 ევრო)




ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამართველოს და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ერთობლივი პროექტი - "საარქივო დოკუმენტების კრებულის  გამოცემა" (საარქივო მასალების კვლევა და გგგამოცემა - 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები საქართველოში), დააფინანსებულია საქართველოში შვეიცარიის საელჩო მიერ. პროექტის ბიუჯეტი არის 4950 ევრო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც მიზნად  ისახავს, დოკუმენტების შესწავლითა საარქივო  საქმის განვითარებას საქართველოში, უკვე შეთანხმებულია შსს საარქივო ადმინისტრაციასთან რათა კვალიფიციურმა მეცნიერებმა შეისწავლონ არქივებში დაცული დოკუმენტები, შემდგომში მათი პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით მოხდება არქივებში დაცული დოკუმენტების მოძიება, გადახარისხება, დამუშავება, მისი შესწავლა და გადარჩევა. გამოვლინდება ყველაზე საინტერესო დოკუმენტები. შერჩეული დოკუმენტები ორიგინალი ვერსიით, მკვლევარების მიერ გაკეთებული განმარტებითი კომენტარებით და ტერმინოლოგიის ლექსიკონით  გამოქვეყნდება საარქივო დოკუმენტების კრებულის სახით.

ასეთი კრებული, რომელიც გაჯერებული იქნება ფაქტობრივი დოკუმენტური მასალით, საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ მკვლევარსა და ფართო საზოგადოებას გაეცნოს საბჭოთა ყოფის იმ რეალიებს, რომელიც 70 წლის განმავლობაში  დაფარული იყო გრიფით “სრულიად საიდუმლო.” პირველ თემატური კრებული მიძღვნილი იქნება 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებისადმი როდესაც საბჭოთა ჯარებმა ჩაახშვეს სახალხო გამოსვლები თბილისში. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ჯერ კიდევ შეუსწავლელია ამ მოვლენების რეალური საფუძვლები. იყო ეს სახალხო პროტესტი ნიკიტა ხრუშოვის მიერ გამოცხადებული “პიროვნების კულტის” წინააღმდეგ თუ პროტესტი ეთნიკური შინაარსით? საბჭოთა საქართველოს ისტორია კვლავ შეუსწავლელი რჩება და ასეთი პუბლიკაციების სერია მნიშვნელოვნად შეავსებს ამ ნაპრალს.  

Share on Twitter Share on Twitter
მასალის გამოყენების პირობები
Multimedia Official Incomes Monitoring 2011 opendata.ge ვებ-გვერდების შეფასების პარამეტრები Electronic Transparency in Georgia

www.wsa.ge



Useful Links

Site Map
Last News:
IDFI -მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ...
აბორტების სტატისტიკა საქართველოში – 2004-2012 წლები ...
საჯარო დისკუსია თემაზე - ვის ...
კულტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს დაფინანსებული ...
Contact


ა.მაჭავარიანის (არაგვის) ქუჩა №4
0179, საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2 996364

ელ ფოსტა: info@idfi.ge


რუკის სანახავად დააჭირეთ აქ
IDFI
All Rights Reserved
 Ge Studio
Created by Ge Studio