Main Page   Site Map   Contact ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
FacebookFacebook2.0 RSS FEEDGEOENG

COALITION


"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" შეიქმნა საქართველოში, 2009 წლის 8-11 მაისს თელავში გამართული ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში (http://freedominfo.org/news/20090522.htm).

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების არქივის ((The  National Security Archive, George Washington University, Washington, DC). (www.nsarchive.org))მხარდაჭერითა და კონფერენციის მონაწილეთა ინიციატივით გადაწყდა რეგიონული ქსელის ჩამოყალიბება, სადაც გაერთიანებულია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები (www.foi-eurasia.org).

ერთობლივი პროგრამის ფარგლებში იგეგმება:

•    სამთავრობო სტრუქტურების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის საერთო მეთოდოლოგიური ბაზის შემუშავება;
•    საერთაშორისო მონიტორინგისთვის აუცილებელი ერთობლივი ონლაინ სისტემის შექმნა;
•    სასამართლო პროცესების წარმართვისა და განხორციელების ერთობლივი სტრატეგიის დანერგვა;
•    ნაციონალური საიტების ერთობლივი ვებ-პორტალის განვითარება;
•    საერთაშორისო ანალიტიკური რესურს ბაზის შექმნა (ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოღვაწე ექსპერტების ჯგუფი).

 
ინფორმაციული ტექნოლოგიებით  ინფორმაციის თავისუფლების ხელშეწყობა  პოსტ საბჭოთა სივრცეში - პროგრამის კონცეფცია


პროგრამა აერთიანებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შემდგომ პროექტებზე მომუშავე არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს:

1.    მონაწილე ქვეყნებში ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ ი ვებ-გვერდების მონიტორინგი;
2.    საზოგადოებისათვის სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სასამართლო დავების ინიციირებით (სახელმწიფო ორგანოების პროაქტიური იძულება განათავსონ სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოფიციალურ  ვებ-რესურსებზე);
3.    საჯარო კამპანიების ორგანიზებით, მონაწილე ქვეყნებში, ელექტრონული მთავრობებისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა.


პროგრამის განხორციელების წინაპირობები:

1.    პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული სამართლებრივი სისტემების მსგავსება;
2.    პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სოციალური და ეკონომიკურ განვითარებას მსგავსი დონე;
3.    სამთვრობო სტრუქტურების მიდგომების მსგავსება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში.


პროგრამის განხორციელების ფორმა:

მონაწილე ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით .


რესურს ბაზა:

1.    ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგია და საშუალებები, რაც აადვილებს მონაწილე ქვეყნებში ხელისუფლების გამჭვირვალობის შედარებით ანალიზს;
2.    მონიტორინგის განხორციელების ერთიანი ონლაინ სისტემა;
3.    სამართალწარმოების ერთიანი სტრატეგია;
4.    პროგრამის ერთიანი ვებ-პორტალი (www.foi-eurasia.org) მონაწილე ქვეყნების დამოუკიდებელი ეროვნული ვებ-გვერდებით. ვებ-პორტალზე განთავსებული ყველაზე მნიშვნელოვანი მასალები ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის;
5.    ერთიანი ანალიტიკური რესურსი (FOI ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფი).


მოსალოდნელი შედეგები:


რუსეთის ფედერაციაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამოცდილებაზე დაყრდნობით პროექტირებული პროგრამის შედეგები მოიცავს შემდეგს:

1.    პოსტ-საბჭოთა სივრცეში ინფორმაციის თავისუფლების ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფის ფორმირება;
2.    მონიტორინგის ერთიან მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, მონაწილე ქვეყნების სახელისუფლებო ორგანოების ეროვნული და საერთაშორისო  საინფორმაციო  გახსნილობის რეიტინგების განვითარება;
3.    ინფორმაციული გახსნილობის სფეროში,  სახელისუფლებო ორგანოებს შორის კონკურენციული გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ერთმანეთთან შეჯიბრების გარემოში, სახელმწიფო ორგანოები უფრო მოტივირებულნი იქნებიან საკუთარი ვებ-გვერდების ინფორმატიულობის გაზრდაში, ეს კი თავის მხრივ, გაზრდის ამ ოფიციალურ რესურსებზე არსებული, სოციალური მნიშვნელობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
4.    სამართალწარმოებით სახელისუფლებო საინფორმაციო რესურსების და მონაცემთა ბაზების საჯარო  ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების გაზრდა;
5.    სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთთანამშრომლობა პროგრამის საზოგადოებრივი კამპანიებში მათი ჩართვით ;
6.    ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამოქალაქო უფლებების მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან   თანამშრომლობა:
•    სამთავრობო სტრუქტურებისთვის წლიური რეკომენდაციების მომზადება, თუ როგორ უნდა იყოს   უზრუნველყოფილი მათი საქმიანობის შესახებ საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
•    მონაწილე ქვეყნების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით,  სამთავრობო  ორგანოებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
•    ოფიციალური ხელშეკრულებების საფუძველზე კვლევითი საქმიანობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დარგში;
•    საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის ურთიერთგაცვლა პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის;
•    ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო  ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის.
7.    საერთაშორისო აუდიტორიის რეგულარული ინფორმირებულობა პროგრამის მიმდინარეობის  შესახებ ერთიანი ვებ-პორტალის მუდმივი განახლებით.


კოალიციის წევრები:

 
The Institute for Information Freedom Development
www.svobodainfo.org

არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია დაფუძნებული 2004 წელს. ორგანიზაციის მიზანია რუსეთის ფედერაციაში სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.196105, ქ. სანქტ პეტერბურგი, ც/ბ 354, რუსეთის ფედერაცია.

www.svobodainfo.org
 
institute@svobodainfo.org


 
Institute for Development of Freedom of Information                                                              
www.idfi.ge
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" არის არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მისია არის სხვადასხვა ღონისძიებებისა და საქმიანობების ინიციირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის ამაღლება, ინტერნეტ-რესურსების განვითარებით ხელისუფლების ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში.  

ა.მაჭავარიანის (არაგვის) ქუჩა №4
0179, საქართველო, თბილისი

Tel (office): +99532 368808, +99532 996364

www.idfi.ge
info@idfi.ge



გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი, სომხეთი
101 ბუზანდას ქუჩა, ბნ. 4, ერევანი, სომხეთი

Tel: (374 1) 53 00 67; 53 35 41
Fax: (374 1) 53 76 62   

ashot@ypc.am
ashot
.cpfe@gmail.com



გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი, სომხეთი

www.khosq.am 
გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის მიზნებია:
ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის დახვეწა, მედია საშუალებებსა და სამთავრობო უწყებებს შორის კავშირების გაუმჯობესება, სომხეთში თავისუფალი და დემოკრატიული პრესის ხელშეწყობა, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის განვითარება.  


13 მაშტოცის გამზირი, ერევანი, სომხეთი
Tel:  +374 10 533-895
info@khosq.am
ashot.cpfe@gmail.com mesrop.cpfe@gmail.com


 
მედიის უფლებათა ინსტიტუტი
www.mediarights.az
მედიის უფლებათა ინსტიტუტი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია აზერბაიჯანში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვა და განვითარება.  
Aძ 1010  ბაქო, აზერბაიჯანი

ს. რაჰიმოვის ქუჩა. 197 / 86
Tel:   + 994 12 441 28 17

mediarightsaz@hotmail.com;
xaled_yes@hotmail.com

Share on Twitter Share on Twitter
მასალის გამოყენების პირობები
Multimedia Official Incomes Monitoring 2011 opendata.ge ვებ-გვერდების შეფასების პარამეტრები Electronic Transparency in Georgia

www.wsa.ge



Useful Links

Site Map
Last News:
საჯარო დისკუსია თემაზე - ვის ...
კულტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს დაფინანსებული ...
გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობის ...
საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ...
Contact


ა.მაჭავარიანის (არაგვის) ქუჩა №4
0179, საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2 996364

ელ ფოსტა: info@idfi.ge


რუკის სანახავად დააჭირეთ აქ
IDFI
All Rights Reserved
 Ge Studio
Created by Ge Studio