|

პროექტის სათაური: „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.
პოექტის ფინანსურიმხარდაჭრა: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)
პროექტის ბიუჯეტი: $59 800,00
პროექტის ხანგრძლივობა: 01 ივნისი 2012 – 31 მაისი, 2013
2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)-ის ფარგლებში არსებული გრანტის „პარტნიორობა ცვლილებისთვის“ დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.
პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითების კვლევა-ანალიზის საფუძველზე, საქართველოში თანამედროვე ელ-კომუნიკაციის განვითარების ხელშესაწყობად, ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკურ დაგეგმვაში მათი ჩართულობის დონის ასამაღლებლად საჭირო საშუალებების გაცნობა და სამთავრობო/სამოქალაქო პლატფორმების დანერგვა-დახვეწის გზების ძიება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია აპირებს რამდენიმე ამოცანის განხორციელებას/მიღწევას:
-
საერთაშორისოგამოცდილებისგათვალისწინებით, ელ-მონაწილეობისა და ელ-ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკების, ინოვაციური პროექტების, პლატფორმების შესახებ კვლევისმომზადება;
-
ქართული საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდების საკომუნიკაციო ელემენტებისა და მათი სოციალური ქსელების შესწავლით, მათ მიერ ათვისებული ელ-ჩართულობის კომპონენტების განსაზღვრა და გამოწვევების გამოაშკარავება;
-
ელ-მონაწილეობის უცხოური მაგალითებისა და მექანიზმების შესწავლით, საქართველოს საჯარო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
-
აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ელექტრონული ფორმატის თანამედროვე საშუალებების განვითარების ადვოკატირება სამთავრობო ვებ-სივრცისა და ელექტრონული ჩართულობის გზით;
-
სოციალური ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, რიგითი მოქალაქეების ინფორმირება ელ-ჩართულობის მნიშვნელობის, ამ მიმართლებით მათ ხელთ არსებული რესურსებისა და ბერკეტების შესახებ;
-
საზოგადოებასა და საჯარო სტრუქტურებს შორის ნდობის ამაღლებისა და მათ შორის კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, უკვე დანერგილი ინიციატივების გაუმჯობესებისა და ახალი ინიციატივების წასახალისებლად, ერთობლივი გზების ძიება, დისკუსიების მოწყობა;
-
ელექტრონული მედიის მიერ გაშუქებული საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი.
პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:
-
მოსამზადებელ ეტაპზე შემუშავდება კვლევის მეთოდოლოგია;
-
შემდეგ ეტაპზე დაიწერება კვლევა, რომლის ფარგლებში ჩატარდება სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიის, მედიის, საჯარო დაწესებულებების და დამოუკიდებელი კანდიდატების სოციალური ქსელების მონიტორინგი;
-
შემუშავდება რეკომენდაციები საჯარო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის;
-
შემუშავდება სამართლებრივი რეკომენდაციები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის;
-
შეიქმნება ბლოგი, სადაც მუდმივად განახლდება ინფორმაცია;
-
მოეწყობა საჯარო დისკუსიები;
-
მოეწყობა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან;
-
ჩატარდება სოციალური ქსელების მომხმარებელთა გამოკითხვა;
-
მომზადდება ვიდეო რგოლები ელ-მონაწილეობის შესახებ და განთავსდება პროექტისთვის შექმნილ YouTube არხზე;
-
მომზადდებადა გავრცელდება პროექტის ძირითადი შედეგების ბროშურა;
-
გაკეთდება პროექტის პირველადი და საბოლოო შედეგების პრეზენტაცია.
|