კანონმდებლობა

  • საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

    6 მაისი 2014 12:00

    მუხლი 37(5) –  ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.  

    მუხლი 41 – 1.საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

    2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

    6 მაისი 2014 12:00

    ყველასხვაინფორმაცია,

    რომელიცკანონითგათვალისწინებულშემთხვევებშიდადადგენილიწესითარარისმიჩნეულისახელმწიფოანკომერციულსაიდუმლოებადანარწარმოადგენსპერსონალურმონაცემებს.საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი მიღებული იქნა 1999 წელს. კოდექსის მესამე თავი ეხება “ინფორმაციის თავისუფლებას”. კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ღია. საჯარო დაწესებულება ვალდებულია  საჯარო რეესტრში ორი დღის განმავლობაში შეიტანოს საჯარო ინფორმაცია ამ დაწესებულების შესახებ. კანონის მიხედვით, ყველას აქვს უფლება წერილობით მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ხოლო საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს). კოდექსის 42 მუხლი განსაზღვრავს ინფორმაციას რომლის გასაიდუმლოებაც დაუშვებელია:      

    ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

    ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

    გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

    დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; 

    ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;

    ვ) არჩევით თანამდეობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

    ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

    თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

    ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

    კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

    ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;

    მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია.

    ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

    6 მაისი 2014 12:00

    სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას გარდა ადმინისტრაციული ორგანოსი აქვს გამოხატვის თავისუფლება, აზრის აბსოლუტური თავისუფლება, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლება.

  • საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ

    6 მაისი 2014 12:00

    კანონის მიხედვით განსაზღვრულია საიდუმლოების სამი კატეგორია: “განსაკუთრებული მნიშვნელობის” – 20 წლით, “სრულიად საიდუმლო” – 10 წლით, “საიდუმლო” – 5 წლით. ინფორმაცია უნდა იყოს განსაიდუმლოებული მითითებულ ვადაში, მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადის გახანგრძლივება. ინფორმაცია ასევე შეიძლება იქნას ვადაზე ადრე განსაიდუმლოებული, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ინსპექცია ჩათვლის ამას საჭიროდ.

  • საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის 42-ე ბრძანებულება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

    6 მაისი 2014 12:00

    საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლობას მიკუთვნებულ ნუსხას. ამ ნუსხაში შესული ინფორმაციები ან მათი მატერიალური შემცველინაკეთობები და მასალები განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. პრეზიდენტის ბრძანებულებით სახელმწიფო საიდუმლო ნუსხას განეკუთვნება თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა და სახელმწიფო უშიშროების და მართლწესრიგის დაცვის სფეროს საკითხები. შესაბამისად მოქალაქეს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკითხების გამოთხოვა საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით არ შეუძლია. დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ პრეზიდენტის 42-ე ბრძანებულება.

     

     

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

    6 მაისი 2014 12:00

    სისხლის სამართლის კოდექსი ზღუდავს პერსონალური, სახელმწიფო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის გასაიდუმლოებას.

  • ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ევროსაბჭოს კონვენცია

    6 მაისი 2014 12:00

    კონვენცია პირველი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც ინფორმაციის მიღების უფლებას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს. სახელმწიფო ორგანოების გამჭირვალობა “კარგი მმართველობის” აუცილებელი კომპონენტია და ამავე დროს, საზოგადოების დემოკრატიულობისა და პლურალიზმის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება, ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისა და სამოქალაქო უფლებების  განვითარებისათვის.

  • ორჰუსის კონვენცია

    6 მაისი 2014 12:00