Main Page   Site Map   Contact ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
FacebookFacebook2.0 RSS FEEDGEOENG

MAIN


ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი (პირველი გამოცემა, 2012)


 



13 April 2012

IDFI-ი წარმოგიდგენთ პუბლიკაციას: "ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი" (პირველი გამოცემა, 2012). ნაშრომი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკულ მაგალითებს. პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის- www.opendata.ge“ ფარგლებში ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, მათ შორის სასამართლო და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოებიდან. შესაბამისად ინსტიტუტის მიერ დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა ფაქტობრივად საქართველოს მთელს საჯარო სივრცეს მოიცავს. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, წიგნი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.


გზამკვლევში დეტალურადაა განხილული ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, განმარტებულია საჯარო ინფორმაციის არსი და მოქალაქეების უფლებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ნაშრომში მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული და განმარტებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები,
მათ გაგებას მკითხველს არსებული პრაქტიკიდან მოყვანილი მაგალითები უადვილებს.


გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა, დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებასა და გამოყენებაში. ვფიქრობთ, გზამკვლევი სასარგებლო იქნება, როგორც ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ასევე ზოგადად მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

 

პუბლიკაცია "ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი (პირველი გამოცემა, 2012)"

Share on Twitter Share on Twitter
მასალის გამოყენების პირობები
Multimedia Official Incomes Monitoring 2011 opendata.ge ვებ-გვერდების შეფასების პარამეტრები Electronic Transparency in Georgia

www.wsa.ge



Useful Links

Site Map
Last News:
გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობის ...
საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ...
IDFI ს წარმომადგენელი სახელმწიფო შესყიდვებთან ...
IDFI მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ...
Contact


ა.მაჭავარიანის (არაგვის) ქუჩა №4
0179, საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2 996364

ელ ფოსტა: info@idfi.ge


რუკის სანახავად დააჭირეთ აქ
IDFI
All Rights Reserved
 Ge Studio
Created by Ge Studio