Main Page   Site Map   Contact ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
FacebookFacebook2.0 RSS FEEDGEOENG

MAIN


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მონიტორინგი


 



18 April 2012

2012 წლის 12 აპრილს პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.president.gov.ge) საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი საზოგადოების ინფორმირებულობისაკენ ორიენტირებული ვებ-გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს, ელ.გამჭვირვალობის მაღალი დონის მისაღწევად ვებ-გვერდი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროებს ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზების დამატებას, როგორებიცაა - ტენდერებისა და განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების არქივი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვაკანსიათა არქივი, საჯარო ინფორმაციის ღიაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის ამსახველი ანგარიშები/მოხსენებები. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ბრეზიდენტის სამართლებრივი აქტების (განკარგულებები, ბრძანებულებები და სხვა) პროაქტიულად გამოქვეყნება ელ.რესურსზე. ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების შერჩევითობის პრინციპით გამოქვეყნება მნიშვნელოვნად ადაბლებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხს და უარყოფით მაგალითს აძლევს სხვა საჯარო დაწესებულებებს ღიაობის პოლიტიკის დანერგვაში. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური ელ. რესურსი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამჭვირვალობის, ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი - www.president.gov.ge მხოლოდ საპრეზენტაციო და ზოგადი საინფორმაციო რესურსის შთაბეჭდილებას ტოვებს.  

IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის

ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 14.28%

ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 51.58%

ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი:  32.93%


კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მონიტორინგი

კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge
 

Share on Twitter Share on Twitter
მასალის გამოყენების პირობები
Multimedia Official Incomes Monitoring 2011 opendata.ge ვებ-გვერდების შეფასების პარამეტრები Electronic Transparency in Georgia

www.wsa.ge



Useful Links

Site Map
Last News:
სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ელექტრონული კომუნიკაციის ...
ინტერნეტ მომხმარებელთა სტატისტიკა საქართველოში ...
პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომლების ანაზღაურება ...
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 9 ივნისს გამართულ ...
Contact


ა.მაჭავარიანის (არაგვის) ქუჩა №4
0179, საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2 996364

ელ ფოსტა: info@idfi.ge


რუკის სანახავად დააჭირეთ აქ
IDFI
All Rights Reserved
 Ge Studio
Created by Ge Studio