PACE-ს დადგენილება საზოგადოების ინტერესების დაცვისა და გამჭვირვალობის სასარგებლოდ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 ოქტომბერი 2013

 2013 წლის 2 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საკუთარი დადგენილებით გაიზიარა  სამოქალაქო საზოგადოების მიერ შედგენილი რეკომენდაციათა პაკეტი  ,,ეროვნული უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  უფლების გლობალური პრინციპების შესახებ.“  სარეკომენდაციო პაკეტი 50 მუხლისგან შედგება, მასზე ორწლიანი მუშაობის პროცესი სამხრეთ აფრიკაში, ცვანეში დასრულდა და სახელწოდება ,,ცვანეს პრინციპები“  სიმბოლურად აქედან მომდინარეობს. ცვანეს რეკომენდაციათა პაკეტის შემუშავებაში 70 ქვეყნის 22 საზოგადოებრივი ორგანიზაციის, აკადემიური წრეების 500 მეტი ექსპერტი მონაწილეობდა.

ცვანეს პრინციპების მიღებით, საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების უპირატეს მნიშვნელობას დემოკრატიისა და ღია მმართველობის, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ საჭირო ზომების გასატარებლად. აღნიშნული  რეკომენდაციათა პაკეტი საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობებსა და პრაქტიკას ეფუძნება.  ცვანეს პრინციპების გათვალისწინებით  ასამბლეა მოუწოდებს ევროპელ კანონმდებლებს  ტერმინის „ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“ გამოყენებით  შეძლებისდაგვარად არ  მოახდინონ იმ ინფორმაციის საიდუმლოდ კლასიფიცირება, რაც შესაძლოა ან/და უნდა იყოს საჯარო.

წარმოდგენილ პრინციპებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჟურნალისტთა და მამხილებელთა უფლებების დაცვა, უფლებადამცველთა საქმიანობის მიყურადების წესები, კონფიდენციალური წყაროების დაცვა.  ასამბლეის მიერ მიღებულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია ბიზნესს კომპანიების, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების კომპანიების, პასუხისმგებლობა ინფორმაციის გაცემასთან მიმართებაში, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან. ასამბლეის გადაწყვეტილება, იცავს ჟურნალისტთა უფლებას ინფორმაციის კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებასთან მიმართებაში, მათ შორის  როდესაც ინფორმაციას მოპოვებულია საიდუმლო წყაროებიდან ან მიყურადების შედეგად.

PACE-ს რეკომენდაცია აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფარგლების დაცვით უნდა  რეგულირდებოდეს; ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების  ვალდებულებები უნდა იყოს გარკვეული; დასაშვებია ინფორმაციის დახურვა ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით, თუმცა პერიოდულად უნდა ხდებოდეს ამ ინფორმაციის გადახედვა მინიჭებული სტატუსის (გრიფის) აქტუალობის დასადგენად. 

იხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილების სრული ტექსტი

 

წყარო: EuropeanVoice

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023