იურისტის/სამართლის სპეციალისტის ვაკანსია IDFI-ში

სიახლეები | განცხადებები 4 დეკემბერი 2013

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს იურისტის/სამართლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

პროექტის სახელწოდება - "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - opendata.ge".

პროექტის ხანგრძლივობა: 2014-2015. პროექტის შესახებ იხილეთ: www.opendata.ge.
 

შრომის ანაზღაურება: 1275 ლარი ხელზე თვეში.
 

სამუშაოს აღწერა - პროექტის იურისტი პასუხისმგებელია:

  • მიღებული ინფორმაციის დამუშავებაზე და ვებ-რესურსის www.opendata.ge ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე;
  • ინფორმაციის მოთხოვნის წერილების, ისევე როგორც ადმინისტრაციულ საჩივრებისა და სარჩელების მომზადებაზე და შემდგომ სამართლებრივ წარმოებაზე;
  • მუშაობს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებაზე; 
  • აანალიზებს და ახარისხებს მიღებულ ინფორმაციას;
  • მონაწილეობს გამოცემებისა და კვლევების შედგენაში;
  • მონაწილეობს პროექტით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება;
** სამართალშემოქმედებითი კვლევითი საქმიანობის წარმართვის უნარი და გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.

 

დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განაცხადების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, მხოლოდ მათ დავუკავშირდებიან. უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი 14 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე:
info@idfi.ge  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023