მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის სამართლებრივი ანალიზი და რეკომენდაციები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 14 თებერვალი 2014

მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით  კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის სამართლებრივი ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოში მამხილებლის ინსტიტუტის არსებული სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს საკითხის ფრაგმენტულ მოწესრიგებას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში.

ფრაგმენტული მოწესრიგების პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, უმჯობესია, მომზადდეს მამხილებლის ინსტიტუტის მომწესრიგებელი დამოუკიდებელი და ამომწურავი საკანონმდებლო აქტი. ასევე, მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტური სამართლებრივი რეგულირების მიზნით,უნდა გადაიხედოს სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა მოწესრიგების სფერო უკავშირდება მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით ხდება  მამხილებლის დაცვის არსებული ნორმების გაუმჯობესება, კანონში ცვლილებების პროექტი ვერ უზრუნველყოფს მამხილებლის ინსტიტუტის ფრაგმენტული მოწესრიგების აღმოფხვრას.

სასურველია, რომ მომზადდეს აღნიშნული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის მომწესრიგებელი დამოუკიდებელი და ერთიანი საკანონმდებლო აქტი. მნიშვნელოვანია,  დეტალურად განისაზღვროს მამხილებელ სუბიექტთა წრე და მხილების ფარგლები, ასევე მხილების განხორციელების გარე მექანიზმის ამოქმედების პირობები და მამხილებლის დაცვის გარანტიები მის მიერ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობისა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალებების შემუშავების გზით. შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის ფუნქციონირების სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა საკანონმდებლო მოწესრიგებამ უზრუნველყოს მამხილებლის ინსტიტუტის დაცვის სრულყოფილი გარანტიების შექმნა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023