საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტის ანგარიშს - სამინისტროებისა და მათ მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური ვებ-გვერდების სტრუქტურული და შინაარსობრივი შიგთავსის ანალიზის შესახებ. ნაშრომში გამოქვეყნებულია ინსტიტუტის ექსპერტების სტატიები, რომლებიც ეხება ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული დემოკრატიის განვითარების როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს მაგალითებს, გაანალიზებულია საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, დადგენილია საქართველოს ოფიციალური ვებ-სივრცის ინტერნეტ გამჭვირვალობის ხარისხი და ასევე, მისი განვითარების ტენდენციები, მოცემულია სტრუქტურულ-სამართლებრივი ანალიზი. ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშვებული ინსტიტუტის ექსპერტთა რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების განვითრების მსოფლიო სტანდარტების მისაღწევად. კვლევა განხორციელდა ”საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი“ - პროექტის ფარგლებში.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ 2010 წელს ჩატარებულმა საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული შიგთავსის ანალიზმა ფაქტობრივად გაიმეორა 2009 წელს ჩატარებული ინტერნეტ-აუდიტის შედეგები. საქართველოს ოფიციალური ინტერნეტ სივრცის გამჭვირვალება კვლავ არ ეხმიანება საზოგადოების ინტერესებს. ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ზოგად ხასიათს ატარებს. ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა საჯარო დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგება და ელექტრონული ფორმით ანგარიშვალდებულება, ინფორმაცია სახელმწიფო და სტრუქტურული პროგრამების/პროექტების შემუშავების, მიმდინარეობის და შედეგების შესახებ მხოლოდ ზოგად საინფორმაციო ხასიათს ატარებს, არასრულად და ზედაპირულად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საჯარო მონაცემები: კომპეტენციის სფეროს განვითარების სრული მაჩვენებლები, სტატისტიკური ინფორმაცია, ფინანსური მონაცემები და სხვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაწესებულებები კვლავ არ იყენებენ ინტერნეტს, როგორც მოქალაქეებთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან ინტერაქტიული ურთიერთობის ეფექტურ საშუალებას. ამავე, დროს ელექტრონული მმართველობის საერთაშორისო ტენდენციების ანალიზმა ცხადყო, რომ ელ-ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესისთვის. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო დაწესებულებები იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საკუთარი ვებ-გვერდების ვებ 2.0 კონცეფციის შესაბამისობაში მოყვანას.
შესაბამისად საჯარო დაწესებულებათა უმეტესობა კვლავ ვერ აღიქვამენ ვებ-გვერდებს, როგორც საკუთარ საქმიანობაზე ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელების, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ეფექტურ საშუალებას, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსების მოხმარების ხელმისაწვდომ პლატფორმას.
საწუხაროა, რომ ჯერ-ჯერობით ოფიციალური ვებ-რესურსები არ არიან ორიენტირებულნი მოსახლეობასთან ურთიერთ-კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, ინტერაქტივზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური ნაწილის ჩართვაზე, რაც მთლიანობაში საჯარო მმართველობის ახალი ფორმის - მთავრობა 2.0 მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. მეტიც, მონიტორინგის შედეგებმა გვანახეს, რომ რიგი გამონაკლისების გარდა, თანამედროვე ინტერნეტ მმართველობის ოთხივე ძირითადი კომპონენტი (საჯარო მონაცემები, მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ელექტრონული სერვისები, საზოგადოების ჩართულობა) სუსტად არის განვითარებული საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. მიუხედავად ელექტრონული მომსახურების სფეროს განვითარებაში არსებული მნიშვნელოვანი წარმატებებისა, მაინც ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ლოკალურ ხასიათს ატარებს და ძირითადად ორი საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო) კომპეტენციის სფეროში ვითარდება. ამავე დროს, ელექტრონული მომსახურების დანერგვა, არ ნიშნავს ელექტრონული გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებას და ამისთვის ჩვენის აზრით, საჭიროა მთავრობის ნება, მკვეთრი პოზიცია და სახელმწიფო სტრატეგია, ისევე როგორც შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება.
იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლები, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ოთხ ძირითად კრიტერიუმს:
• ვებ-გვერდების შინაარსის/კონტენტის საყოველთაოდ მიღებული ტექნიკური მაჩვენებლები, მათ შორის “ღია მონაცემების” გამოქვეყნების ტექნიკური მახასიათებლები ;
• ფიზიკური და იურიდიული პირების კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება ოფიციალური ვებ-გვერდებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების გზით;
• საიტის შინაარსის შესატყვისობა საკანონმდებლო ნორმებთან, რომლებიც არეგულირებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ;
• სახელმწიფო ორგანოების ერთიან მიდგომას ოფიციალური ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსისა და სტრუქტურული წყობის მიმართ.
სამწუხაროდ, ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ყველა გამოკვლეულ ვებ-გვერდზე არსებობს ხარვეზები ოთხივე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით.
საჯარო დაწესებულებების/სამინისტროების ვებ-გვერდების 2010 წლის ელ-გამჭვირვალობის რეიტინგი
საჯარო დაწესებულებები/ სამინისტროები
ონლაინ გამჭვირვალობის ინდექსი
1
აღსრულების ეროვნული ბიურო (www.nbe.gov.ge)
36.76
2
ფინანსთა სამინისტრო (www.mof.gov.ge)
31.80
3
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (www.moe.gov.ge)
31.16
4
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (www.mes.gov.ge)
30.68
5
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (www.napr.gov.ge )
30.18
6
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (www.cra.gov.ge)
29.32
7
საგარეო საქმეთა სამინისტრო (www.mfa.gov.ge)
28.26
8
სოციალური მომსახურების სააგენტო (www.ssa.gov.ge)
28.12
9
თავდაცვის სამინისტრო (www.mod.gov.ge)
26.51
10
შინაგან საქმეთა სამინისტრო (www.police.ge)
25.88
11
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (www.economy.gov.ge)
24.59
12
დაცული ტერიტორიების სააგენტო (www.dpa.gov.ge)
24.57
13
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (www.mdf.ge)
24.57
14
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (www.moh.gov.ge)
24.48
15
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (www.mra.gov.ge)
24.31
16
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (www.ncac.ge)
22.67
17
იურიდიული დახმარების სამსახური (www.legalaid.ge)
22.60
18
ენერგეტიკის სამინისტრო (www.minenergy.gov.ge)
22.35
19
არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (www.probation.ge)
22.23
20
საგანმანათლებლო დასამეცნიერო ინფრასტრუქტურის ცენტრი (www.esida.ge)
22.17
21
იუსტიციის სამინისტრო (www.justice.gov.ge)
21.76
22
საქართველოს ნოტარიუსთა პალტა (www.notary.ge)
20.91
23
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (www.tpdc.ge)
20.76
24
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო (www.mcla.gov.ge)
20.70
25
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (www.nea.ge)
20.38
26
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (www.pptc.gov.ge)
20.36
27
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური (www.him.ge)
20.20
28
საქართველოს ეროვნული არქივი (www.archives.gov.ge)
20.03
29
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (www.rustaveli.org.ge)
19.90
30
გამოცდების ეროვნული ცენტრი (www.naec.ge)
19.44
31
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (www.mrdi.gov.ge)
19.09
32
გარემოს ეროვნული სააგენტო (www.nea.gov.ge)
18.13
33
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (www.mcs.gov.ge)
17.18
34
სოფლის მეურნეობის სამინისტრო (www.moa.gov.ge)
16.49
35
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (www.policeacademy.ge)
16.47
36
ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (www.cegstar.ge)
16.42
37
დაცვის პოლიცია (www.spd.ge)
15.89
38
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო(www.seragency.gov.ge)
15.58
39
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (www.spa.gov.ge)
14.86
40
საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა (www.gcci.ge)
12.71
41
საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს მომსახურების სააგენტო (www.saagento.security.gov.ge)
12.33
42
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (www.ncdc.ge)
12.33
43
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია (www.mofacademy.ge)
10.68
44
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (www.tcj.gov.ge)
9.49
45
სატყეო სააგენტო (www.forestry.gov.ge)
9.11
46
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (www.atipfund.gov.ge)
8.72
47
ტურიზმის ეროვნული სააგენტო (www.dotr.gov.ge)
8.10
48
საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (www.gnims.caucasus.net)