|
საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხის
შეფასების პარამეტრები 2011 წელი
|
|
1. ზოგადი ინფორმაცია საჯარო დაწესებულების შესახებ |
|
1.1. ინფორმაცია ს-დ ხელმძღვანელობის შესახებ |
1.1.1. ხელმძღვანელის სახელი და გვარი, ფოტოსურათი, ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემები
|
|
1.1.2. ხელმძღვანელის კომპეტენციის აღწერა; (იმ საჯარო თანამდებობის პირზე მითითება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ხელმძღვანელს) |
|
1.1.3. ხელმძღვანელის საკონტაქტო რეკვიზიტები: სამუშაო ელ.ფოსტა, მისაღების (თანაშემწის) ტელეფონისა და ფაქსის ნომრები |
|
1.1.4. ხელმძღვანელის ყველა მოადგილის (მოვალეობათა შემსრულებლის) სახელები და გვარები, ფოტოსურათები, ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემები |
|
1.1.5. ხელმძღვანელის ყველა მოადგილის (მოვალეობათა შემსრულებლის) კომპეტენციის (უფლება-მოვალეობების) აღწერა; იმ სფეროთა აღწერა, რომლებსაც კანონმდებლობის თანახმად კურირებენ მოადგილეები; საქართველოების სამინისტროების შემთხვევაში საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განმახორციელებელი მოადგილის შესახებ ინფორმაცია; იმ საჯარო თანამდებობის პირზე მითითება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ხელმძღვანელის მოადგილეს |
|
1.1.6. ხელმძღვანელის ყველა მოადგილის (მოვალეობათა შემსრულებლის) საკონტაქტო რეკვიზიტები: სამუშაო ელ.ფოსტა, მისაღების (თანაშემწის) ტელეფონისა და ფაქსის ნომრები |
|
1.2. ს-დ საერთო საკონტაქტო ინფორმაცია |
|
1.2.1. ს-დ სრული და შემოკლებული დასახელება (ინიციალები) |
|
1.2.2. ს-დ ვებ-გვერდის ოფიციალურობის დამადასტურებელი წერილობითი აღნიშვნა |
|
1.2.3. იმ საჯარო დაწესებულების დასახელება, რომლის უფლებამონაცვლე / სამართალმემკვიდრე არის ს-დ |
|
1.2.4. ს-დ საფოსტო მისამართი (საფოსტო ინდექსზე მითითებით) |
|
1.2.5. ს-დ მისაღების ადგილმდებარეობა (შენობის მდებარეობის აღმნიშვნელი შესაბამისი რუკა) |
|
1.2.6. ს-დ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) |
|
1.2.7. ს-დ სისტემის სრული სარეკვიზიტო ცნობარი (ყველა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულის სატელეფონო ცნობარი, ელ. ფოსტა, საფოსტო მისამართი და ფაქსის ნომრები) |
|
1.2.8. ს-დ ფაქსის ნომერი |
|
1.2.9. ს-დ ელექტრონული ფოსტის მისამართი |
|
1.2.10. ს-დ მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების მიღების და მათთან მუშაობის გრაფიკი |
|
1.3. ინფორმაცია ს-დ ზემდგომი (მაკონტროლებელი) ორგანოს შესახებ |
|
1.3.1. ს-დ ზემდგომი (მაკონტროლებელი) ორგანოს სრული/ ნაწილობრივი დასახელება საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდზე |
|
1.3.2. ს-დ ზემდგომი (მაკონტროლებელი) ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასასვლელი ბმულის არსებობა საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდზე |
|
1.4. ინფორმაცია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შესახებ (სამინისტროების შემთხვევაში) |
|
1.4.1. სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სრული / ნაწილობრივი დასახელებების ჩამონათვალი სამინისტროს ვებ-გვერდზე |
|
1.4.2. სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე გადასასვლელი ბმულების არსებობა სამინისტროს ვებ-გვერდზე |
|
1.5. ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ (სამინისტროების შემთხვევაში) |
|
1.5.1. სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სრული / ნაწილობრივი დასახელებების ჩამონათვალი სამინისტროს ვებ-გვერდზე |
|
1.5.2. სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ვებ-გვერდებზე გადასასვლელი ბმულების არსებობა სამინისტროს ვებ-გვერდზე |
|
1.6. ინფორმაცია მსგავსი კომპეტენციის საჯარო დაწესებულებების შესახებ |
|
1.6.1. მსგავსი კომპეტენციის საჯარო დაწესებულებების სრული / ნაწილობრივი დასახელებების ჩამონათვალი |
|
1.6.2. მსგავსი კომპეტენციის საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე გადასასვლელი ბმულების არსებობა |
|
1.7. ინფორმაცია ს-დ საქმიანობის შესახებ |
|
1.7.1. ს-დ დაფუძნების თარიღიდან მოყოლებული დეტალური საქმიანობის ისტორია |
|
1.7.2. ს-დ კომპეტენციის, საქმიანობის (მმართველობის) სფეროს, ფუნქციების, მიზნებისა და ამოცანების აღწერა |
|
2. საჯარო დაწესებულების სისტემა/სტრუქტურა |
|
2.1. ზოგადი ინფორმაცია ს-დ სისტემის (სტრუქტურის) შესახებ |
|
2.1.1. ს-დ სტრუქტურის სქემატური (სისტემის სტრუქტურული ხე) ან ინფორმაციული აღწერა |
|
2.2. ინფორმაცია ს-დ სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების შესახებ |
|
2.2.1. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ჩამონათვალი |
|
2.2.2. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების კომპეტენციის, ფუნქციების და მიზნების აღწერა |
2.2.3. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ხელმძღვანელების სახელები და გვარები, ფოტოსურათები, ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემები (CV)
|
|
2.2.4. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ხელმძღვანელების კომპეტენციის (უფლება-მოვალეობების) აღწერა; იმ საჯარო თანამდებობის პირზე მითითება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს |
|
2.2.5. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ხელმძღვანელის საკონტაქტო რეკვიზიტები: სამუშაო ელ.ფოსტები, მისაღების (თანაშემწეების) ტელეფონისა და ფაქსის ნომრები |
|
2.2.6. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ელექტრონული ფოსტის მისამართები |
|
2.2.7. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები |
|
2.3. ინფორმაცია ს-დ ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების შესახებ |
|
2.3.1. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ჩამონათვალი |
|
2.3.2. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების კომპეტენციის, ფუნქციების და მიზნების აღწერა |
2.3.3. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ხელმძღვანელების სახელები და გვარები, ფოტოსურათები, ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემები (CV)
|
|
2.3.4. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ხელმძღვანელების კომპეტენციის (უფლება-მოვალეობების) აღწერა; იმ საჯარო თანამდებობის პირზე მითითება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ტერიტორიული ორგანოს/ერთეულის ხელმძღვანელს |
|
2.3.5. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ხელმძღვანელის საკონტაქტო რეკვიზიტები: სამუშაო ელ.ფოსტები, მისაღების (თანაშემწეების) ტელეფონისა და ფაქსის ნომრები |
|
2.3.6. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ვებ-გვერდებზე გადასასვლელი ბმულების არსებობა ს-დ ვებ-გვერდზე |
|
2.3.7. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების საფოსტო მისამართები (საფოსტო ინდექსზე მითითებით) |
|
2.3.8. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების მისაღებების ადგილმდებარეობა (შენობის მდებარეობის აღმნიშვნელი შესაბამისი რუკები) |
|
2.3.9. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ელექტრონული ფოსტის მისამართები |
|
2.3.10. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები |
|
2.3.11. ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ფაქსის ნომრები |
|
2.4. ინფორმაცია ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების შესახებ |
|
2.4.1. ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების ჩამონათვალი |
2.4.2. ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელების სახელები და გვარები, ფოტოსურათები, ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემები (CV)
|
|
2.4.3. ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების სტრუქტურა და შემადგენლობა |
|
2.4.4. ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების სხდომების ოქმები (საოქმო ჩანაწერები) |
|
2.4.5. ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები (ინფორმაციული ხასიათის ცნობები) |
|
3. მონაცემები საჯარო დაწესებულების საინფორმაციო რესურსების შესახებ |
|
3.1. ს-დ გამგებლობაში არსებული საჯარო მოხმარების საინფორმაციო სისტემების ჩამონათვალი (მონაცემთა ბაზები, მონაცემთა ბანკები, რეესტრები, კადასტრები და ა.შ.) |
|
3.2. ს-დ გამგებლობაში არსებული საჯარო მოხმარების საინფორმაციო სისტემების აღწერა და მოხმარების წესები |
|
3.3. ს-დ გამგებლობაში არსებული საჯარო მოხმარების საინფორმაციო სისტემების ონლაინ მოხმარების საშუალება |
|
3.4. ს-დ გამგებლობაში არსებული შეზღუდული მოხმარების საინფორმაციო სისტემების ჩამონათვალი/მოხმარების წესი |
3.6. ს-დ შემოსული/გასული კორესპონდენციის რეგისტრი
|
|
4. ძირითადი კომპეტენციის სფეროში საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ ცნობები |
|
4.1. ს-დ ხელმძღვანელ პირთა მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობები |
|
4.1.1. ს-დ ხელმძღვანელის გამოსვლების, განცხადებების, ბრიფინგების ტექსტები |
|
4.1.2. ს-დ ხელმძღვანელის მოადგილეთა (მოვალეობათა შემსრულებლის) გამოსვლების, განცხადებების, ბრიფინგების ტექსტები |
|
4.1.3. ცნობები ს-დ ხელმძღვანელის ოფიციალური/სამუშაო ვიზიტების შესახებ |
|
4.1.4. ცნობები ს-დ ხელმძღვანელის მოადგილეთა (მოვალეობათა შემსრულებლის) ოფიციალური/სამუშაო ვიზიტების შესახებ |
|
4.1.5. ცნობები ს-დ ხელმძღვანელის მონაწილეობის შესახებ ამა თუ იმ ღონისძიებაში |
|
4.1.6. ცნობები ს-დ ხელმძღვანელის მოადგილეთა (მოვალეობათა შემსრულებლის) მონაწილეობის შესახებ ამა თუ იმ ღონისძიებაში |
|
4.2. ს-დ მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობები |
|
4.2.1. ს-დ საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის მიმოხილვები |
|
4.2.2. ს-დ საქმიანობის შესახებ მოხსენებები/ანგარიშები (წლიური ანგარიში) |
|
4.2.3. მონაცემები იმ ძირითადი მაჩვენებლების შესახებ, რომლებიც ასახავენ ს-დ საქმიანობის ძირითად სფეროებში არსებულ სიტუაციასა და მათ განვითარების დინამიკას |
|
4.2.4. ს-დ მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ ამა თუ იმ დარგის განვითარების გეგმების აღწერა |
|
4.2.5. ს-დ მიერ მომზადებული პროგნოზები |
|
4.2.6. ს-დ მიერ შეგროვებული და დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია |
|
4.2.7. ს-დ მიერ სხვა საჯარო დაწესებულებებთან (სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან), პოლიტიკურ გაერთიანებებთან, პროფესიულ კავშირებთან და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები |
|
4.2.8. ს-დ მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები |
|
4.2.9. ს-დ სტაჟირების, ატესტაციის, ტრენინგების, პროფესიული დაოსტატების, სასწავლო ანდა სემინარების კურსის შესახებ ცნობები |
|
4.3. სახელმწიფო პროგრამების შესახებ ცნობები |
|
4.3.1. სახელმწიფო, მიზნობრივი და ა.შ. პროგრამების ჩამონათვალი, რომელთა დამკვეთს, შემსრულებელს ან რეალიზაციაში რაიმე სახით მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
4.3.2. ცნობები იმ სახელმწიფო, მიზნობრივი და ა.შ. პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, რომელთა დამკვეთს, შემსრულებელს ან რეალიზაციაში რაიმე სახით მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
4.3.3. იმ სახელმწიფო, მიზნობრივი და ა.შ. პროგრამების შესრულების შესახებ (წლიური) მოხსენებები, რომელთა დამკვეთს, შემსრულებელს ან რეალიზაციაში რაიმე სახით მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
4.4. პროექტების რეალიზაციაში მონაწილეობის შესახებ ცნობები |
|
4.4.1. პროექტების ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაში მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
4.4.2. ცნობები იმ პროექტების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, რომელთა რეალიზაციაში მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
4.4.3. იმ პროექტების შესრულების შესახებ (წლიური) მოხსენებები, რომელთა რეალიზაციაში მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
4.5. შემოწმებების შესახებ ცნობები |
|
4.5.1. ს-დ მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შემოწმებების შესახებ ინფორმაცია |
|
4.5.2. ს-დ შიგნით განხორციელებული შემოწმებების შესახებ ინფორმაცია |
|
4.7. ს-დ ან მის თანამდებობის პირთა მიერ განხორციელებულ მოქმედებათა (მოქმედებათაგან თავის შეკავების) და გადაწყვეტილებათა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) გასაჩივრების შესახებ ცნობები |
|
4.7.1. ს-დ ან მის თანამდებობის პირთა მიერ განხორციელებულ მოქმედებათა (მოქმედებისაგან თავის შეკავების) და გადაწყვეტილებათა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) ადმინისტრაციული წარმოების გზით გასაჩივრების პროცედურის აღწერა |
|
4.7.2. ს-დ ან მის თანამდებობის პირთა მიერ განხორციელებულ მოქმედებათა (მოქმედებათაგან თავის შეკავების) და გადაწყვეტილებათა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) თაობაზე სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელის აღძვრის პროცედურის აღწერა |
|
4.7.3. იმ სასამართლო საქმეთა მიმოხილვა, რომელთა ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ს-დ ან მისი თანამდებობის პირი (სასამართლოს გადაწყვეტილებების, განჩინებების, დადგენილებების, ბრძანებების ტექსტები, მათი კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ცნობები და ა.შ.) |
|
4.7.4. იმ სასამართლო გადაწყვეტილებათა ტექსტები, რომლებიც არ იქნა ს-დ სასარგებლოდ გამოტანილი |
|
4.8. ს-დ მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შესახებ ცნობები |
|
4.8.1. ს-დ მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების აღწერა |
|
4.8.2. ს-დ მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგები |
|
5. სამართლებრივი აქტები და საჯარო დაწესებულების ნორმაშემოქმედებითი საქმიანობა |
|
5.1. სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ ს-დ კომპეტენციას, ამოცანებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საფუძვლებს (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, შინაგანაწესი, მთავრობის დადგენილებები და პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები/ბრძანებები) |
|
5.1.1. ს-დ საქმიანობის ორგანიზების მარეგულირებელი მოქმედი სამართლებრივი აქტების ტექსტები (დებულება (წესდება), შინაგანაწესი ანდა სხვა სამართლებრივი აქტი) |
|
5.2. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ს-დ ზემდგომი ან/და ქვემდგომი ორგანოების საქმიანობის ორგანიზებას |
|
5.2.1. ს-დ ზემდგომი ან/და ქვემდგომი ორგანოების საქმიანობის ორგანიზების მარეგულირებელი მოქმედი სამართლებრივი აქტების ტექსტები (დებულება (წესდება), შინაგანაწესი ანდა სხვა სამართლებრივი აქტი) |
|
5.3. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზებას |
|
5.3.1. ს-დ საკოორდინაციო და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ტექსტები (წევრების რაოდენობა, წევრების დანიშვნის წესის აღწერა, შეკრების პერიოდულობა, ორგანოს ფუნქციების აღწერა, გადაწყვეტილებათა მიღების წესი, ხელმძღვანელის არჩევის წესი, უფლებამოსილების ვადა, ფუნქციათა აღწერა და ა.შ.) |
|
5.4. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ს-დ სისტემას (ორგანიზაციულ სტრუქტურას) |
|
5.4.1. ს-დ სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ძირითადი ამოცანებისა და კომპეტენციის, საქმიანობის ორგანიზაციის მარეგულირებელი მოქმედი სამართლებრივი აქტების ტექსტები |
|
5.4.2. ს-დ ტერიტორიული ორგანოების/ერთეულების ძირითადი ამოცანებისა და კომპეტენციის, საქმიანობის ორგანიზაციის მარეგულირებელი მოქმედი სამართლებრივი აქტების ტექსტები |
|
5.4.3. სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი ამოცანებისა და კომპეტენციის, საქმიანობის ორგანიზაციის მარეგულირებელი მოქმედი სამართლებრივი აქტების ტექსტები (სამინისტროების შემთხვევაში) |
|
5.4.4. სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი ამოცანებისა და კომპეტენციის, საქმიანობის ორგანიზაციის მარეგულირებელი მოქმედი სამართლებრივი აქტების ტექსტები (სამინისტროების შემთხვევაში) |
|
5.6. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ს-დ საინფორმაციო რესურსების შექმნასა და მათ მოხმარების წესებს, აგრეთვე ზოგადად ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს |
5.6.1 შესაბამისი სამართლებრივი აქტების ტექსტები
|
|
5.7. ს-დ საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ან/და ს-დ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე საკანონმდებლო აქტების პროექტები |
|
5.7.1. შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების ტექსტები |
|
5.7.2. შესაბამის საკანონმდებლო აქტების პროექტებზე დართული განმარტებითი ბარათები |
|
5.8. ს-დ საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ან/და ს-დ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე კანონქვემდებარე აქტების პროექტები |
|
5.8.1. შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების ტექსტები |
|
5.8.2. შესაბამის კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე დართული განმარტებითი ბარათები |
|
5.9. ს-დ საქმიანობის (მმართველობის) სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები |
|
5.9.1 შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ტექსტები |
|
5.9.2. საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი |
|
5.10. ს-დ საქმიანობის (მმართველობის) სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები |
5.10 - 5.22 შესაბამისი სამართლებრივი აქტების ტექსტები |
|
5.11. ს-დ საქმიანობის (მმართველობის) სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტები |
|
5.12. ს-დ საქმიანობის (მმართველობის) სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს მინისტრისა და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები |
|
5.13. იმ პროგრამების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტები, რომელთა დამკვეთს, შემსრულებელს ან რეალიზაციაში რაიმე სახით მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
5.14. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო დაწესებულებისადმი მიმართვის ზოგად წესს, მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით |
|
5.15. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ს-დ მიერ სარგებლობის უფლების მინიჭების, სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების, აღრიცხვა-რეგისტრაციის, ავტორიზაცია-აკრედიტაციის, დეკლარირება-ლეგალიზაციის, თუ სხვა სახის სახელისუფლებო და საჯარო ხასიათის რეგულირებისა და საქმიანობის წესს, რაც მიზნად ისახავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით |
|
5.16. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ს-დ მიერ გასაწევ მომსახურებასა და გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ საკითხებს |
|
5.17. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო დაწესებულებაში ტენდერების, კონკურსების, სხვა სახის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესს |
|
5.18. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო დაწესებულებაში ელექტრონული/საჯარო აუქციონების, პირდაპირი მიყიდვის, სახელმწიფო ქონების სხვა სახის პრივატიზების განხორციელების წესს |
|
5.19. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ს-დ თანამშრომელთა ქცევის წესების ნორმებს (ეთიკის კოდექსი) |
|
5.20. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო დაწესებულებაში სამსახურში თანამდებობაზე მიღებისა და საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესს |
|
5.21. სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების, ატესტაციის, ტრენინგების, პროფესიული დაოსტატების, სასწავლო ანდა სემინარების კურსის გავლის წესს |
|
6. საჯარო დაწესებულების საქმიანობის წესი, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას |
|
6.1. ზოგადი მონაცემები |
|
6.1.1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან განმარტებით საქმიანობას მიძღვნილი მასალები, რომლებიც მიეკუთვნება ს-დ კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს (კონსულტაციები, განმარტებები, საინფორმაციო შეტყობინებები და მისთ.) |
|
6.1.2. საჯარო დაწესებულებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართვათა მიმოხილვა |
|
6.2. ზოგად საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართვებთან მუშაობა |
|
6.2.1. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ზოგად საკითხებთან დაკავშირებულ მიმართვათა საჯარო დაწესებულებაში მიღების წესის აღწერა |
|
6.2.2. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ზოგად საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო დაწესებულებაში მიღებულ მიმართვათა განხილვის წესისა და ვადების აღწერა |
|
6.3. ს-დ საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის თავისუფლებასთან / საჯარო ინფორმაციის ღიაობასთან |
|
6.3.1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ვინაობა (სახელი და გვარი) და თანამდებობა |
|
6.3.2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის საკონტაქტო რეკვიზიტები: სამუშაო ელ.ფოსტა, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები |
|
6.3.3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან, ხელმისაწვდომობასთან, გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, გასაიდუმლოებასთან და ინფორმაციის თავისუფლების სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები |
|
6.3.4. ს-დ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ადმინისტრაციული საჩივრისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ჩამოსატვირთი ფორმების/ნიმუშების არსებობა |
|
6.3.5. ს-დ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების შესახებ ცნობები (სასამართლოს გადაწყვეტილებების, განჩინებების, დადგენილებების, ბრძანებების ტექსტები, მათი კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ცნობები და ა.შ.) |
|
6.3.6. ს-დ შესული საჯარო ინფორმაციის გაცემასა და გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია |
|
6.3.7. საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ინფორმაცია |
|
6.3.8. ს-დ მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარსადგენი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური სრული ანგარიშის არსებობა საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდზე |
|
6.3.9. საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული განცალკევებული განყოფილების არსებობა საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდზე |
|
6.4. ს-დ მიერ სარგებლობის უფლების მინიჭების, სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების, აღრიცხვა-რეგისტრაციის, ავტორიზაცია-აკრედიტაციის, დეკლარირება-ლეგალიზაციის, თუ სხვა სახის სახელისუფლებო და საჯარო ხასიათის საქმიანობა, რაც მიზნად ისახავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას |
|
6.4.1. სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა შესახებ ცნობები |
|
6.4.2. იმ პირთა კატეგორიის აღწერა, რომელიც უფლებამოსილია მიმართოს საჯარო დაწესებულებას სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განსახორციელებლად |
|
6.4.3. სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განხორციელების ვადების აღწერა |
|
6.4.4. სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა საფასურის შესახებ ინფორმაცია |
|
6.4.5. სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განხორციელებაზე უარის თქმის ან ამ ქმედებათა განხორციელების შეჩერების კრიტერიუმების აღწერა |
|
6.4.6. სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განხორციელების თაობაზე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართვის წესის აღწერა (მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია) |
|
6.4.7. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული განცხადების ფორმები, რომლებიც აუცილებელია სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განსახორციელებლად |
|
6.4.8. ზემოთხსენებული თითოეული განცხადების ფორმის შევსების ინსტრუქცია/განცხადების ფორმის შესავსებად აუცილებელი თანდართული დოკუმენტაციის ჩამონათვალი |
|
6.4.11. მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის გადახდისათვის განკუთვნილი რეკვიზიტები |
|
6.4.12. ს-დ იმ თანამდებობის პირთა სახელები და გვარები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განხორციელებაზე |
|
6.4.13. ს-დ იმ თანამდებობის პირთა საკონტაქტო რეკვიზიტები (ტელეფონის ნომრები, ელ. ფოსტები), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განხორციელებაზე |
|
6.4.14. სანებართვო და სხვა სახის სახელისუფლებო ქმედებათა განხორციელებასთან დაკავშირებით ს-დ მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების მიღებისა და მათთან მუშაობის გრაფიკი |
|
6.5. სამართალდარღვევათა შესახებ (უფლებათა დარღვევის, შემთხვევათა და მისთ. შესახებ) განცხადებები |
|
6.5.1. სამართალდარღვევათა შესახებ (უფლებათა დარღვევის, შემთხვევათა და მისთ. შესახებ) განცხადებათა მიღების ს-დ მიერ განსაზღვრული წესი |
|
7. ს-დ საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ ცნობები |
|
7.1. ვაჭრობათა შესახებ ინფორმაცია |
|
7.1.1. გამოცხადებულ ვაჭრობათა შესახებ ინფორმაციული ხასიათის ცნობათა ჩამონათვალი |
|
7.1.2. შეკვეთების განთავსების შესახებ ინფორმაციის მომცველ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასასვლელი ბმული |
|
7.1.3. s-d განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა (გამოცხადებული ტენდერები, კონკურსები და სხვა სახის სახელმწიფო შესყიდვები) და განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების (ელექტრონული/საჯარო აუქციონების, პირდაპირი მიყიდვის, სხვა გზით) ამომწურავი ჩამონათვალი (სია); |
|
7.2. გაფორმებულ ხელშეკრულებათა შესახებ ინფორმაცია |
|
7.2.1. საჯარო დაწესებულებასა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებასა და სხვა საჯარო დაწესებულებას შორის გაფორმებულ ადმინისტრაციულ (სამოქალაქო/სამართლებრივ) ხელშეკრულებათა ჩამონათვალი |
|
7.2.2. საჯარო დაწესებულებასა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებასა და სხვა საჯარო დაწესებულებას შორის გაფორმებულ ადმინისტრაციულ (სამოქალაქოსამართლებრივ) ხელშეკრულებათა პირობები |
|
8. საჯარო დაწესებულების საკადრო უზრუნველყოფა |
|
8.1. საჯარო დაწესებულებაში ვაკანტურ თანამდებობათა ჩამონათვალი |
|
8.2. ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები) |
|
8.4. საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი |
|
8.6. საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის შედეგები (საჯარო დაწესებულების მიერ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ვებ-გვერდზე განთავსების (გამოქვეყნების) საფუძვლებზე (თანხმობის მიღება) მითითებით (სამართლებრივი აქტის პირობა, თანხმობის სხვა ფორმა და ა.შ.) |
|
8.7. საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების წაყენების, მათი ადმინისტრაციული წარმოების გზით გასაჩივრების წესის აღწერა |
|
9. საჯარო დაწესებულების დაფინანსება და ხარჯთაღრიცხვა (ბიუჯეტი) |
|
9.1. საჯარო დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ ინფორმაცია |
|
9.2. საჯარო დაწესებულების ბიუჯეტში ასახული შემოსავლებისა და გასავლების/ ბიუჯეტის შესრულების ბალანსისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის (საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია |
|
9.3. ს-დ საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და საშტატო განრიგი / ს-დ კონკრეტულ საშტატო ერთეულზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განსაზღვრული/დამტკიცებული ფინანსური განაკვეთები |
|
9.4. ს-დ სრული სისტემის (ყველა სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული და სხვა სისტემაში შემავალი ორგანო თუ დანაყოფი) თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, დანამატების და დარიცხული პრემიების წლიური ოდენობების შესახებ ინფორმაცია (კონკრეტულ პირთა ვინაობაზე მითითების გარეშე) |
|
9.5. ს-დ სრული სისტემის (ყველა სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული და სხვა სისტემაში შემავალი ორგანო თუ დანაყოფი) ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალი და თითოეულის საბაზრო ღირებულება |
|
9.6. ს-დ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივით განხორციელებული იმ პროექტებისა და პროგრამების (სოციალური, მიზნობრივი, კვლევითი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ამა თუ იმ სფეროს განვითარებაზე მიმართული და მისთ.) სავარაუდო და ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვა, რომელთა დამკვეთს, შემსრულებელს ან რეალიზაციაში რაიმე სახით მონაწილე მხარეს წარმოადგენს ს-დ |
|
9.7. უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ს-დ გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები) ხარჯთაღრიცხვა |
|
9.8. პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ს-დ გამოყოფილი თანხების ოდენობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია |