Main Page   Site Map   Contact ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
FacebookFacebook2.0 RSS FEEDGEOENG

NEWS


ცოდნის უფლების დღე - 28 სექტემბერი, 2009


 



საერთაშორისო ცოდნის უფლების დღე 2009 წლის 28 სექტემბერს აღინიშნება სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ. ჩატარდება კონფერენციები ინფორმაციის თავისუფლების დღევანდელი გამოწვევების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნდება მოხსენებების მთავრობის გახსნილობის სხვადასხვა ასპექტების, მათ შორის გასაიდუმლოების პოლიტიკა და პოლიტიკური ფინანსური შენატანების გამჭვირვალობის შესახებ და იქნება მონიტორნიგის და კვლევების შედეგები. ამასთან ერთად დაჯილდოვდებიან გამჭვირვალე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლების ცდილობენ თავიანთ ქვეყნებში გამჭვირვალობის გავრცელებას.
2009 წელს ვიხილეთ შემდეგი გაუმჯობესებები სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში:
- სულ მცირე 90 ქვეყანამ და ტერიტორიამ შემოიღო კანონები, რომლებიც საზოგადოების წევრებს უფლებას აძლევენ გამოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია საზოგადო პირებისგან;
- ექვსი (6) ახალი კანონი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ამოქმედდა: ბანგლადეშში, კაიმანის კუნძულებზე, ჩილეში, კუკის კუნძულებზე, გვატემალაში და ურუგვაიში;
- ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2009 წლის 14 აპრილს დაადასტურა, რომ სახელმწიფო პირებისგან ინფორმაციის მიღების უფლება არის გამოხატვის თავისუფლების უფლების ფუნდამენტური ნაწილი და ინფორმაცია არის აუცილებელი მედიისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის და სხვებისათვის, რომ თვალი ადევნონ მთავრობის საქმიანობას;
- ობამას ადმინისტრაციამ სამთავრობო პოლიტიკა შემოაბრუნა ინფორმაციის გახსნილობისკენ “ომი ტერორის წინააღმდეგ” პერიოდზე და 2009 წლის იანვარში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო პირების ვალდებულებას ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის გამოთხოვნებზე საჯარო ინფორმაციის გაცემის დროის ინტერვალს – რაც უკვე საკმაოდ მზარდი პრაქტიკაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

www.foiadvocates.net


 

Share on Twitter Share on Twitter
მასალის გამოყენების პირობები
Multimedia Official Incomes Monitoring 2011 opendata.ge ვებ-გვერდების შეფასების პარამეტრები Electronic Transparency in Georgia

www.wsa.ge



Useful Links

Site Map
Last News:
IDFI ს წარმომადგენელი სახელმწიფო შესყიდვებთან ...
IDFI მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ...
სახელფასო დანამატები პრემიების ნაცვლად – ეკონომიკისა ...
საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია ...
Contact


ა.მაჭავარიანის (არაგვის) ქუჩა №4
0179, საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2 996364

ელ ფოსტა: info@idfi.ge


რუკის სანახავად დააჭირეთ აქ
IDFI
All Rights Reserved
 Ge Studio
Created by Ge Studio