კოალიციის „მედიის ადვაკატირებისთვის“ მოსაზრებით „TV3“-მ და „ენერჯი გრუპმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვია

სიახლეები | განცხადებები 20 ნოემბერი 2013

კოალიცია „მედიის ადვოკატრებისთვის“ კომპანია „TV3“-სა და „ენერჯი გრუპს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფასა და დარღვევაში ადანაშაულებს. კოალიციას მიაჩნია, რომ რადგანაც ორივე კომპანიის დირექტორი, კახა ბაინდურაშვილი იკავებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას, მას არ აქვს უფლება ჰქონდეს მაუწყებლობის ლიცენზია, ან ფლობდეს გარკვეულ წილს.


ცნობილია, რომ კახა ბაინდურაშვილი „TV3“-ის დირექტორი და მისი 9% წილის მესაკუთრეა. „ენერჯი გრუპის“ შემთხვევაში კი იგი 20%-ს ფლობს. კოალიცია ხაზს უსვამს იმ ფაქტორსაც, რომ შპს „TV3“-ის შესაბამისობის დეკლარაციაში, რომელსაც ხელს მისი დირექტორი, კახა ბაინდურაშვილი აწერს, დადასტურებულია, რომ ტელეკომპანია „TV3“-ის ბენეფიციური მესაკუთრე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. მაშინ როცა, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, პალატის პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, კახა ბაინდურაშვილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირად ითვლება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.


„ზემოაღნიშნული წარმოადგენს კომპანიების „TV3“ და „ენერჯი გრუპი“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას და მედიის პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი საკანონმდებლო პრინციპების უხეშ დარღვევას“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეაგირებისა და კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა აღმოიფხვრას აღნიშნული დარღვევები.

განცხადებას კოალიციის 11 წევრი ორგანიზაცია, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), უერთდება.

კოალიციის „მედიის ადვაკატირებისთვის“ განცხადების სრულია ვერსია
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023