საერთაშორისო კონფერენცია - ინფორმაციის თავისუფლება კავკასიის რეგიონში

სიახლეები 28 ივნისი 2010

თელავი, საქართველო

2009 წლის 8-11  მაისს აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების არქივისა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის რეგიონში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ასევე რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შეხვედრები ტარდებოდა ორი დღის განმავლობაში. გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები თელავში და თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში. მონაწილეთა შორის იყვნენ იურისტები და ადვოკატები, რომლებმაც განიხილეს  ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები, ჟურნალისტები, რომლებსაც მოუწიათ ინფორმაციის თავისუფლების კანონების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში. ასევე, ისინი, ვისაც პრობლემები შეექმნა არქივებში დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ყველა წარმოდგენილ ქვეყანას უკვე ჰქონდა მიღებული კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, აღნიშნული კანონი საქართველოში მიიღეს 1999 წელს, სომხეთში - 2003 წელს, აზერბაიჯანში – 2005 წელს. ყველაზე გვიან კანონი მიიღო რუსეთმა - 2009 წლის იანვარში. თუმცა კანონის რეალურად ამოქმედება  ყველა ქვეყანაში რთული აღმოჩნდა. მაგალითად, აზერბაიჯანში მთავრობის მხრიდან გათვალისწინებულ იქნა არასამთავრობო სექტორის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია, რამაც განაპირობა დახვეწილი კანონმდებლობის შექმნა, თუმცა ამას შედეგად არ მოჰყოლია სამთავრობო დაწესებულებების მეტი გახსნილობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

არსებული პრობლემების სიმრავლიდან გამომდინარე და მათ გადასაჭრელად გამოიკვეთა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და  ეფექტიანი ქსელის შექმნის აუცილებლობა - რაც კონფერენციის ძირითადი თემა იყო. საუბარი შეეხო  ასევე საერთო საბჭოთა წარსულის გავლენას წარმოდგენილ ქვეყნებში. ეს მემკვიდრეობა ქმნის განსაკუთრებით დიდ წინააღმდეგობას ამ კანონების დანერგვასთან დაკავშირებით მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა  ინფორმაციაზე და მოქალაქეების უმეტესობამ დღესაც არ იცის, რომ არსებობს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ბევრი რეგიონალური საჯარო დაწესებულების წარმომადგენლისთვის არ არის ცნობილი მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. აქედან გამომდინარე აუცილებელია სერიოზული საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავად კანონების ტექსტები უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ კარგია (უკეთესი, ვიდრე, მაგალითად, შეთავაზებული ევროპული კონვენციის ვარიანტი), მისი დანერგვა ბევრად ჩამორჩება მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი  არის ის, რომ საზოგადოების წევრები არც ისე ხშირად მიმართავენ სასამართლოს, მაშინაც კი, როდესაც იღებენ საფუძველს მოკლებულ უარს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე. თუმცა რეგიონში არსებობს წარმატებული სასამართლო განხილვების რამდენიმე პრეცენდენტიც, მაგალითად სომხეთში.

 

რაც შეეხება  აზერბაიჯანს,  კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის საამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას  ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუმცა  სასამართლო პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა  მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხე მხარეს  დააკისრებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის გამო.

 

ვორკშოპის მონაწილეებმა ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის მიღწევებზეც  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის შემუშავებისა  და მიღების საქმეში. რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  ჩატარდა ინტენსიური საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სამუშაოები. მათმა აქტიურმა მიმოწერამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელიც მიმართული იყო განხილვის საბოლოო ეტაპზე კანონის რატიფიცირებისკენ რუსეთი სახელმწიფო დუმაში,  შედეგად მოიტანა ბევრად უფრო გაუმჯობესებული კანონმდებლობა. სომხეთში კანონი მიიღეს აქტიური კამპანიის შემდეგ, ხოლო საქართველო იყო პირველი ქვეყანა კავკასიაში, სადაც საკანონმდებლო ორგანომ კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მიიღო.  

მიმდინარე განხილვების დროს სპიკერებმა განიხილეს ურთიერთობები ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებსა  და სამთავრობო დაწესებულებებს შორის. საუკეთესო მიდგომა, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლების აზრით, იქნებოდა პირდაპირი გამოწვევის და კოოპერაციის კომბინაცია – “გავხადოთ ჩვენი თავი სასარგებლო ბიუროკრატებისთვის” – მაგალითად, კონკრეტული რეკომენდაციების გაწევით, რაც დაეხმარება სამთავრობო დაწესებულებებს ოფიციალურ ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვასა და მიღწევაში. ასევე აუცილებელია ზოგადი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, ტრენინგებისა და ვორკშოპების რეგულარულად გამართვა და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაზე.

 

კონფერენციის საბოლოო “ბრეინსტორმინგის” სესიის დროს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გამოცდილებების გაზიარების აუცილებლობაზე. საქართველოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს  სურვილი  არსამთვრობო ორგანიზაციის დაფუძნებისა, რომლის მიზანიც იქნებოდა საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა, სამომავლოდ დაიგეგმა კავკასიის რეგიონალური ცენტრის შექმნაც. ასევე ფორმალური ქსელის შექმნა ვებ-საიტის სახით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ონლაინ დისკუსიების გამართვას სხვადასხვა საკითხის შესახებ. ორგანიზატორების ინიციატივით გადაწყდა ვორკშოპის ფარგლებში ჩატარებულლი ყველა პრეზენტაცისა და მისი დასკვნითი დოკუმენტის გამოქვეყნება შსს-ის საარქივო სამმართველოს კვარტალურ ჟურნალის - “საარქივო მაცნე” შემდგომ ორ გამოცემაში.


ბოლო დღეს მონაწილეები ეწვივნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივს, სადაც მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს საბჭოთა პერიოდის, კერძოდ 1930-1980 წლების დოკუმენტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივი არის საქართველოს  კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი არქივი – პრეზიდენტის არქივის, უშიშროების კომიტეტის არქივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის კომბინაცია. ქართველმა პარტნიორებმა პირდაპირი მნიშვნელობით იხსნეს ეს დოკუმენტები განადგურებისგან და დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს მათი შეაგროვება. დოკუმენტების ფიზიკური მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდგომ, არქივის სპეციალისტებმა დაიწყეს დოკუმენტების დიგიტალიზაცია და ხელმისაწვდომი გახადეს ისინი ფართო საზოგადოებისათვის. რამაც განაპირობა ის ფაქტი , რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივები ერთერთი ყველაზე გასნილი და გამჭვირვალეა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

არქივის ხელმძღვანელობამ ჩაატარა პრეზენტაცია არსებული კოლექციების და დოკუმენტების ისტორიის შესახებ და კონფერენციის ყველა მონაწილე მიიწვია არქივში სამომავლოდ კვლევების ჩასატარებლად.

ვორკშოპის ფარგლებში შემუშავებულ იქნა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ერთობლივი მუშაობის გზით, რეგიონის მასშტაბით ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.  

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.freedominfo.org/2009/05/caucasus-foi-advocates-discuss-common-problems-and-plan-cooperation/ 


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023