IDFI ეხმაურება კულტურის სამინისტროს განცხადებას სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 14 თებერვალი 2014
გვსურს გამოვეხმაუროთ კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ირმა ცქიტიშვილის განცხადებას კულტურის მინისტრის და მისი ორი მოადგილის გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე ვიზიტთან დაკავშირებით. 
 
ქალბატონი ირმას განცხადებით, IDFI-ის მიერ არასწორად იქნა დაანგარიშებული ფრანკფურტის ვიზიტის დროს სასტუმრო Le Meridien Parkhotel Frankfurt-ში გაწეული ხარჯები. 
 
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიზი ეყრდნობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ საჯარო ინფორმაციას, რომლის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველიც ორგანიზაციას არ გააჩნია.
 
როგორც მიღებული ინფორმაციით ირკვევა, მივლინება გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში მოიცავდა პერიოდს 2013 წლის 8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით (4 დღე), თუმცა სასტუმროს ხარჯის დღეების რაოდენობაში მითითებულია 3 დღე.
 
 
 
ასევე, საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის ანა ასათიანის მოხსენებით ბარათში, რომელიც კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილია 2013 წლის 25 სექტემბერს, საუბარია სასტუმროში განთავსების 3 ღამეზე, რისი მთლიანი ფასიც მითითებულია 5496 ლარი. 
 
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკფურტის სასტუმროდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც, ქ-ნი ირმას განცხადებით ადასტურებს, რომ ვიზიტის ფარგლებში არა 3 არამედ 4 ღამის ტოლფასი ღირებულება დაანგარიშდა, IDFI-მ სხვა პირველად დოკუმენტაციასთან ერთად გამოითხოვა, თუმცა არ მიუღია. IDFI-ს ასევე არ მიუღია კომპანია „ეს სი თრეველის“ ოფიციალური წერილი რომელიც დაადასტურებდა, რომ ერთი ღამის საფასური საუზმის ჩათვლით იმ პერიოდისთვის შეადგენდა 597 ევროს და არა 815 ევროს. ამის ნაცვლად, IDFI-მ კულტურის სამინისტროდან მიიღო კომპანია „ეს სი თრეველის“ მიერ გამზადებული ინვოისი, სადაც მითითებულია სასტუმრო „ლე მერიდიენში“ განთავსების ჯამური ღირებულება - 5496 ლარი ერთ ადამიანზე.
 
 
ასევე ჩნდება კითხვა - თუკი ნომრის ღირებულება შეადგენდა 597 ევროს, და ჯამურად 5496 ლარი დაიხარჯა მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს დელეგაციის ადრეული რეგისტრაციისა და სასტუმროდან გვიანი გამოსვლის გამო სასტუმრომ 3 ღამის ნაცვლად დაიანგარიშა 4 ღამის ღირებულება, საინტერესოა საიდან უნდა ცოდნოდა ამის შესახებ კულტურის სამინისტროს 2013 წლის 25 სექტემბერს, ფრანკფურტის ვიზიტამდე ორი კვირით ადრე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ხარჯების შესახებ სამინისტროსთვის წინასწარ იყო ცნობილი, უცნაურია, რატომ არ იქნა ეს ასახული ვიზიტისთვის მომზადებულ მოხსენებით ბარათში ან მინისტრის ბრძანებაში. 
IDFI-ის ასევე სურს გამოეხმაუროს კულტურის სამინისტროს ოფიციალურ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დროს სასტუმროს გაძვირებულმა ფასებმა გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების ასეთი რაოდენობის ხარჯვა. წარმოგიდგენთ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის სასტუმროს ხარჯს 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ის პარიზში იმყოფებოდა ფონდ "SOS TALENTS"-ის მიერ დაგეგმილ გალა კონცერტზე დასასწრებად. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული კონცერტის გამო პარიზის სასტუმროების ფასები არ იქნებოდა გაორმაგებული, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ ღამეში 525 ევროს გადახდისთვის.
 
 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023