|
ეროვნული უსაფრთხოების არქივი არის არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტი და ბიბლიოთეკა განლაგებული ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. არქივი აგროვებს და აქვეყნებს ინფორმაციის თავისუფლების აქტის შედეგად განსაიდუმლოებულ დოკუმენტებს. არქივი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს დატა-ბაზას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო, სადაზვერვო და ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა საკითხების შესახებ.

The Institute for Information Freedom Development
www.svobodainfo.org
The Institute for Information Freedom Development (IIFD) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია დაფუძნებული 2004 წელს. ორგანიზაციის მიზანია რუსეთის ფედერაციაში სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
http://www.osgf.ge/?lang_id=GEO
ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო" ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც1994 წელს ნიუ-იორკის "ღია საზოგადოები სინსტიტუტმა" დააფუძნა. ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოები სგანვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივ იინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაშ იგანსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემი სდამკვიდრებას.

საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“
www.memo.ru
www.memo2.ru
შვიდი ქვეყნის (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ) 86 ნაციონალური და რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება, რომელიც იკვლევს ტოტალიტარიზმის ისტორიას, ემსახურება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფას, ადამიანთა უფლებების დაცვას და დახმარებას უწევს ყოფილ პოლიტპატიმრებს.
ორგანიზაციის მისია: სამოქალაქო მოღვაწეობა, რომელიც ეფუძნება XX საუკუნის ისტორიული გამოცდილების გააზრებასა და გათვალისწინებას და მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ცნობიერებასა და სახელმწიფო პრაქტიკაში ისეთი ღირებულებების განმტკიცებას, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება, დაემოკრატია, სამართლიანობა და საზოგადოებაში სამოქალაქო აქტივობის გაზრდა ამ მიზნების მისაღწევად.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ
www.epfound.org
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ადგილობრივი ოფისებით არის წარმოდგენილი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ევრაზიის ფონდის მემკვიდრე, კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა. მისი კაპიტალი განკუთვნილი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. დაარსებიდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, როგორც ადგილობრივი ფონდის ჩამოყალიბებამდე 2007 წელს, ევრაზიის ფონდმა სამხრეთ კავკასიაში 1 700 გრანტი თუ პროგრამა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა კერძო თუ სახელმწიფო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. ფონდმა, დაახლოებით, 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
www.usaid.gov
აშშ-ს ხანგრძლივი ისტორია აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები იმ ხალხისთვის დახმარების ხელის გაწვდენისა, ვინც იბრძვის იმისთვის, რათა შექმნას უკეთესი ცხოვრება, აღდგეს გადატანილი უბედურების შემდეგ ან ძალისხმევას მიმართავს რათა იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში. სწორედ ეს ზრუნვა იქცა აშშ-ს სიმბოლოდ მთელს მსოფლიოში - და აჩვენებს მსოფლიოს მის ნამდვილ ეროვნულ ხასიათს.
აშშ-ს საგარეო დახმარებას ყოველთვის გააჩნდა ორმხრივი მიზანი - ერთი მხრივ, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინტერესების გაფართოება, რაც მდგომარეობს დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრების გავრცელებაში და მეორე მხრივ, განვითარებადი სამყაროს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება. ფედერალური ბიუჯეტის 1%-ის ნახევარზე ნაკლების ხარჯვით, USAID მსოფლიოში ამ მიზნების მისაღწევად მუშაობს.
USAID-ის ისტორია მოდის მარშალის გეგმიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპის აღდგენას ისახავდა მიზნად და ტრუმენის ადმინისტრაციის ოთხპუნქტიანი პროგრამიდან. 1961 წელს საგარეო დახმარების აქტი იურიდიულ ძალაში შევიდა და აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებით შეიქმნა USAID.
მას შემდეგ USAID არის აშშ-ს მთავარი სააგენტო, რომელიც ავრცელებს დახმარებას იმ ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ აღდგნენ გადატანილი უბედურების შემდეგ, თავიდან აიცილონ სიღარიბე და ჩართულნი არიან დემოკრატიულ რეფორმებში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
www.ewmi.org
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვისინსტიტუტი (EWMI) 1988 წელს დაარსდა. ის არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანი მსოფლიო სმასშტაბით კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი ბაზრის განვითარებაა. ბიზნესში, სახელმწიფო მმართველობასა და სამოქალაქო სექტორში მდგრადი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს ტრენინგებსა და კონსულტაციებს და გასცემს გრანტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და,იურიდიული, სამოქალაქო დაე კონომიკურიი ნიციატივების გზით, ხელსუწყობს წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოებების გაძლიერებას.

CENN – კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
www.cenn.org
CENN რეგიონული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თანამედროვე, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პრაქტიკის დამკვიდრება საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთკავშირის გზით. CENN–ის მიზანია, ხელი შეუწყოს ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეფექტური გარემოსდაცვითი მმართველობისა და ანგარიშვალდებული კერძო სექტორის განვითარებას, რაც დაიცავს გარემოს და ხელს შეუწყობს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას.
CENN დაარსდა 1998 წელს და აქტიურად მუშაობს შემდეგი ხუთი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ინსტიტუციური განვითარება, გარემოსდაცვითი კვლევა და პოლიტიკა, რესურსების მართვა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მართვა და მდგრადი განვითარება და კომუნიკაცია.

გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი, სომხეთი
www.khosq.am
გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის მიზნებია:
ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის დახვეწა, მედია საშუალებებსა და სამთავრობო უწყებებს შორის კავშირების გაუმჯობესება, სომხეთში თავისუფალი და დემოკრატიული პრესის ხელშეწყობა, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის განვითარება.

მედიის უფლებათა ინსტიტუტი
www.mediarights.az
მედიის უფლებათა ინსტიტუტი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია აზერბაიჯანში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვა და განვითარება.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი აერთიანებს მეოცე საუკუნის საქართველოს სახელმწიფო არქივებს: ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ არქივებს. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება 2 მილიონზე მეტი საარქივო დოკუმენტი.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
www.boell.ge
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წელს გაიხსნა და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ფონდი ხელს უწყობს რეგიონში ცალკეული პიროვნებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობას; ადამიანის უფლებების ძირითად პრონციპებზე დაყრდნობით ცდილობს საზოგადოებისა და პოლიტიკის არადემოკრატიული და არატოლერანტული განწყობის შეცვლას. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ხელს უწყობს ეთნო-პოლიტიკური და ტერიტორიალური კონფლიქტების ტრანსფოტრმაციას სამართლიანი და არაძალადობრივი გზით და მხარს უჭერს ადამიანებისა და საზოგადოების მდგრად განვითარებას. ფონდი ხელს უწყობს საჯარო დისკუსიების კულტურის ამაღლებას, რათა გადაწყვეტილებების მოღაბის პროცესი უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე გახდეს.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო
www.transparency.ge
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ოფისი დაარსდა 2000 წლის 7 მაისს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების გზით, ქვეყანაში კორუფციის დონის შემცირებას და საქართველოს ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა
www.soros.org/initiatives/hrggp
ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა (HRGGP) არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ძირითდი გრანტის გამცემი ორგანო, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის უფლებების, ანგარიშვალდებულების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის განვითარებაზე ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და მონღოლეთში. აღიარებს რა იმას, თუ რა გადამწყვეტი როლი შიძლება შეასრულოს სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების მიერ ძლაუფლების ბოროტად გამოყენების შემოწმების და კონტროლის საქმეში, პროგრამა გათვალისწინებულია უზრუნველყოს ძლიერი და აქტიური არასამთვრობო სექტორის განვითრება რეგიონში, რომელიც შეძლებას ამ ფუნქციის შესრულებას. პროგრამა, რომელიც კონტროლდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადამიანის უფლებების და სამართლის პროექტების კოლეგიის მიერ, გათვალისწინებულია ნაციონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების განვითარებაზე ადგილობრივ, ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე.

Freedominfo.org
www.freedominfo.org
Freedominfo.org არის საერთაშორისო ინტერნეტ პორტალი სადაც აკუმულირებულია ინფორმაციის თავისუფლების სფეროსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიების, ტაქტიკის უდიდესი გამოცდილება. ვებ-პორტალი აკავშირებს ამ სფეროში მოღვაწე მსოფლიო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს.

სომხეთის ინფორმაციის თავისუფლების ცენტრი
www.foi.am
სომხეთის ინფორმაციის თავისუფლების ცენტრი შეიქმნა 2001 წელს. ცენტრის მიზანია დაიცვას მოქალაქეთა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლებები, ხელი შეუწყოს სომხეთის მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განვითარებას. სითც დასახული მიზნების განხორციელებას ახდენს სხვადასხვა სტრატეგიებით – ტრეინინგებით, მონიტორინგით, საზოგადოებრივი კამპანიებით და სხვა. ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ცენტრის მიერ მხარდაჭერილი ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიღება 2003 წლის სექტემბერში. ამ ეტაპზე სითც მჭიდროდ თანამშრომლობს პარლამენტთან და მთავრობასთან ინფორმაციის თავისუფლების კანონის რეფორმირებაზე. ცენტრის კიდევ ერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს სომხეთში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო თანამდებობების დამკვიდრება.
|