IDFI ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიას აქვეყნებს
ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა
21 მაისს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის“ პრეზენტაციას მართავს. კვლევაში დეტალურად განხილულია ყველა ის პროცესი, რომელიც ორგანიზაციის აზრით, 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა წარიმართოს იმისათვის, რომ ქვეყანამ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა შეუფერხებლად მოახერხოს და ციფრული მიწისზედა (Terrestrial) საეთერო მაუწყებლობა ჩამოყალიბდეს, როგორც კონკურენტი პლატფორმა.
ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები
IDFI მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდება მოსახლეობის 85%-ისთვის, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული და მდგრადი ქსელის ფორმირება არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.
პროექტის თანახმად, გარდამავალ პერიოდში ეროვნული საეთერო მაუწყებლობის ქსელის ლიცენზიის გაცემისას უნდა დადგინდეს გადაცემის სტანდარტი DVB-T2 კუმშვის სტანდარტი MPEG4 და სატელევიზიო ფორმატი - SDTV. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ კი SDTV-სთან ერთად შესაძლებელი უნდა იყოს HDTV სატელევიზიო ჩვენების ფორმატის გამოყენება.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანალოგური მაუწყებლობა უნდა შენარჩუნდეს 2020 წლამდე, ხოლო გალის რაიონის დაფარვა უნდა მოხდეს ფაქტობრივი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჩვეულებრივ რეჟიმში. კვლევის ავტორები ფიქრობენ რომ საქართველოსფართოზოლოვანი ქსელი მაგისტრალურ დონეზე კარგად არის განვითარებული და აუცილებელია მისი გამოყენება ქსელის საიმედოობის და მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მაღალკონცეტრირებულ ციფრულ ზონებში რომელიც ნაკლებად რთული რელიეფით ხასიათდება, უნდა აიგოს ერთსიხშირიანი ქსელი (SFN).
ბიზნეს მოდელი
IDFI-ის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პირველი ორი მულტიპლექსორით კონტენტი უფასოდ უნდა გავრცელდეს, ფასიანი მომსახურება კი მესამე მულტიპლექსორის ამოქმედების შემდეგ უნდა იყოს დასაშვები და მას უფლება უნდა ჰქონდეს შერეული მოდელის მომსახურება შესთავაზოს ბოლო მომხმარებელს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტი უნდა გავრცელდეს კომერციული იურიდიული პირის მართვის ქვეშ მყოფი მულტიპლექსორების და ტრანსლირების ქსელის მეშვეობით, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტის, როგორც must carry კონტენტის გავრცელების ვალდებულებაც დაეკისრება.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გარდამავალ პერიოდში როგორც ეროვნული კომერციული, ისე კომერციული მულტიპლექსორით უნდა გადაიცეს 15 standard Definition TV service (SDTV) კომპრესიის MPEG4 სტანდარტით. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ მულტიპლექსოპერატორებსუნდა ჰქონდეთ უფლება HDTV სატელევიზიო სტანდარტით ფასიანი მომსახურება შესთავაზონ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თანხმობით.
პროექტის თანახმად, გარდამავალ ეტაპზე რეგიონული არხების კონტენტი უნდა გავრცელდეს პარალელური ფორმით თავისუფალი სიხშირეების გამოყენების ამოქმედებული საერთო ქსელით გაფართოებული ციფრული ზონების მიხედვით. ამ დროს წარმოიშვება არხების ურთიერთგადაფარვა (პლატფორმის შიდა კონკურენცია).
კვლევის თანახმად, პირველ მულტიპლექს ოპერატროს უნდა ჰქონდეს უფლება წინასწარ გამოცხადებული პირობებით არადისკრიმინაციულად, გამჭვირვალედ მოახდინოს მაუწყებლის დაშვება კონკურსის საფუძველზე ან განმცხადებლების რიგითობის საფუძველზე.
გარდამავალ ეტაპზე ლიცენზიის მინიჭება უნდა ხდებოდეს საჯარო კონკურსის წესით, რა დროსაც უნდა შედარდეს საქსელო გადაწყვეტა, ქსელის აგების ვადა, სიხშირული სპექტრის გამოყენების ეფექტურობა, დაშვების პირობები, ტარიფები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გონივრულობა, რომელსაც განსაზღვავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
სუბსიდირების პოლიტიკა
პროექტის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს უნდა მიეცეთ შესაზლებლობა რომ შეიძინონ რესივერები ან მიიღონ თანდაფინანსება შესაბამისი კატეგორიის ტელევიზორების, ან სხვა მოწყობილობების შესაძენად. სუბსიდირების დამდგენი ნორმები კი მარტივი და გამჭვირვალე უნდა იყოს. მთავრობამ უნდა დაადგინოს მოწყობილობების გადაცემის წესი. ყველა ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მარკირებით და გზამკვლევით რამდენიმე ენაზე. სუბსიდირების ვაუჩერი უნდა იყოს სახელობითი და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელი უნდა იყოს.
კვლევის ავტორების აზრით, უნდა შემოიღონ სუბსიდიები მაუწყებლებისთვისაც რომ კომპენსირდეს დამატებითი ხარჯები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში. დახმარება უნდა გაიცეს გადართვის პროცესში წარმოშობილი დროებითი პრობლემების მოსაგვარებლად. ბენეფიციარების შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ, ზუსტად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ბენეფიციარმა კი უნდა დაადასტუროს რომ არსებობს თანადაფინანსების აუცილებლობა.
კვლევაში საუბარია საინფორმაციო კამპანიაზეც. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ყველა ბოლო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ციფრული მაუწყებლობის უპირატესობის შესახებ, იოლად აღსაქმელი ფორმით ყველა ეთნიკური თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ჯგუფის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგია წლის ბოლოსთვის შემუშავდება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია წარადგინა.
შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რომელზეც IDFI-ის წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა მოხდა. ხაზი გაესვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, გარდა ამისა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გააქტიურებას საქარვთელოს გაციფრულების პოლიტიკის შემუშავებაში.
როგორც ცნობილია, 2015 წლის 17 ივლისამდე საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სრული გათიშვა უნდა მოხდეს. IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, დროის სიმცირის გამო ქვეყნის ციფრულ მაუწყებელობაზე გადასვლის პროცესი უნდა დაჩქარდეს, რისთვისაც სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩარევაა საჭირო.
ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიის დოკუმენტზე და დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგია ექნება.
IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს
მაისი 20th, 2013 05:24 PM
21 მაისს, 11:00-14:00 საათზე, თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ IDFI-დან აცნობეს.
პრეზენტაციაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მაუწყებლები და ქსელის ოპერატორები, ასევე, დარგის ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციები არიან მიწვეულნი.
წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომლებიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ.
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU)გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
„საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
“თბილისი მარიოტის” წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას 21 მაისს, სამშაბათს, 11:00-14:00 საათზე გამართავს.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ეკონომიკის სამინისტროს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე მაუწყებლები და დარგის ექსპერტები.
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU) გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომელიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. „საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება
21 მაისს “თბილისი მარიოტის” წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე მიწვეული არიან ეკონომიკის სამინისტროს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე მაუწყებლები და დარგის ექსპერტები.
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU) გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომელიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ.
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
„საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
აქციაზე IDFI-ის დამკვირვებელს ვიდეოს გადაღებაში ხელი შეუშალეს
გელა ბოჩიკაშვილი
IDFI-ის დამკვირვებლის, თამარ თოლორდავას ცნობით, მას უცნობმა პირებმა 17 მაისის აქციაზე გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. თამარ თოლორდავა და სტუდენტური მულტიმედია ჯგუფის „რეაქტორის“ რამდენიმე წარმომდგენელი ლგბტ უფლებადამცველების საწინააღმდეგო აქციის ერთერთი ორგანიზატორის, გიორგი გაბედავას გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათთან უცნობი პირი მივიდა და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა.
„ვკითხე, ჟურნალისტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე რატომ ძალადობთთქო. ამის მერე გაბედავამ ჩვენზე ანიშნა, ესენი მომაშორეთო!“, - აღნიშნა თოლორდავამ Media.Ge-თან საუბრისას.
როგორც თოლორდავა ამბობს, მას მერე, რაც აქციის მონაწილეებს გაბედავამ მათი "მოშორებისკენ" მოწოდა, აქციის მონაწილეებმა მას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.
„შეგვაფურთხეს. შემდეგ პოლიციას ვთხოვეთ დახმარება და ავტობუსების საშუალებით გაგვიყვანეს მიმდებარე ადგილიდან“, - დასძინა თოლორდავამ.
გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას სტუდენტური მულტიმედია ჯგუფის „რეაქტორის“ წევრ, გვანცა ხონელიძის მიმართ. რეაქტორის ცნობით, მას დაუმტვრიეს კამერა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. „რეატორი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
უჩა სეთური, IDFI, ექსპერტი ტელეკომუნიციებში და მედია სამართალში
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაზე. ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ, პროცესის კორდინატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნა რამდენიმე კვლევა, მათ შორის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ზოგადი პოლიტიკის, პროცესში ჩართული სუბიექტების სუბსიდირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების, კონკურენციის რეგულირების, მულტიპლექსირების რესურსებთან დაშვების ტარიფების, საინფორმაციო კამპანიის წარმოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ჯგუფის წევრებს შორის, ხოლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 7 მარტს პრემიერ მინისტრთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა მისი ხედვა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია და გამოითქვა გარკვეული შენიშვნები ჩვენი ორგანიზაციის და ა(ა)იპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის მიერ.
უდავოა, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანს წარმოადგენს საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სრული გათიშვა 2015 წლის 17 ივლისამდე, ხოლო ამ თარიღამდე უნდა დასრულდეს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმის რეალიზაცია. აღნიშნული გეგმა ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი არ არის, ისევე როგორც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია. აღნიშნული ვადა განსაზღვრულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ, რომელიც გულისხმობს, რომ 2015 წლის ივნისის შემდეგ არსებული ანალოგური ტელევიზიის სადგურები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების გადაფარვისგან.
უკეთესი ხარისხის სამაუწყებლო პროგრამების გარდა, საეთერო ციფრული მაუწყებლობის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ახალი თაობის ინტერაქტიული სერვისები, საგანმანათლებლო ან სხვა კატეგორიის საინფორმაციო მომსახურება და სხვა პროდუქტები, რომლის მიწოდება შეუძლებელია ანალოგური საეთერო ქსელით. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა შექმნის წინაპირობებს სატელევიზიო პროგრამების მრავალფეროვნებისთვის, აუდიოვიზუალური მედიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების პროვაიდერებისთვის.
ცალსახაა, რომ უაღრესად დიდია მაუწყებლობის ზემოთხსენებული ტექნოლოგიის მნიშვნელობა ბოლო მომხმარებლებისათვის, განსაკუთრებით ე.წ. უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდების მიმართულებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგურ საეთერო მაუწყებლობაზე დამოკიდებულია რეგიონების მოსახლეობის დიდი უმეტესობა, სადაც ალტერნატივად კარგად განვითარებული სატელიტური მაუწყებლობის სერვისები მოიაზრება. დიდ ქალაქებში IP და საკაბელო ქსელი კარგადაა განვითარებული და საეთერო მიწისზედა მაუწყებლობაზე დამოკიდებული მოქალაქეების რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა კარგი ხარისხის მომსახურების ალტერნატივის გაჩენის შემთხვევაში ე.წ. ოჯახებში მეორე და მესამე ტელევიზორი სწორედ უფასოდ ტრანსლირებად ციფრულ საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის სერვისებზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ჩამოყალიბდეს, როგორც სრულფასოვანი კონკურენტიპლატფორმაარსებული სამაუწყებლო ციფრული და ანალოგური ტრანზიტული ტექნოლოგიების გვერდით, სახელმწიფოს მინიმალური ფინანსური ჩარევით.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს შემდეგ პრინციპებს:
მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
საქართველოში საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა;
მედიის თავისუფლების მუდმივი ხელშეწყობა;
კონკურენტუნარიანი ბაზრების განვითარების ხელშეწყობა;
საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მოსახლეობის არაინფორმირებულობის, ეთნიკური სიჭრელის, დაბალი შემოსავლების და სხვა მრავალი პრობლემის გვერდით, არანაკლებ აქტუალურია მიწოდების მხარის პრობლემები, კერძოდ რეგიონული და ადგილობრივი ტელევიზიების პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფო ხელშეწყობას.
უდავოა, რომ საკითხი შეეხება დემოკრატიული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, კერძოდ, საეთერო მაუწყებლობას. ადეკვატურია დამოკიდებულება საკითხის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მიმდინარე პროცესების შესახებ ნაკლებადაა ინფორმირებული როგორც ფართო საზოგადოება, ასევე საკითხზე უშუალოდ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს მთავრობის ამოცანას წარმოადგენს მოხდინოს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების იმგვარი გეგმარება, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მოთხოვნილებებთან, უზრუნველყოფილი იქნას დამატებითი ელექტრონული სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ამასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
"საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახელობის 95%-ისათვის, ასევე უზრუნველყოს დაცული და მდგრადი ქსელის ფორმირება არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით. ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებების განსაზღვრისათვის უნდა განხორციელდეს ტექნიკური ამოცანების სწორად განსაზღვრა, არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქსელის გონივრული და სწორი დაგეგმარება.
ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბაზისის შერჩევისას, მიზანშეწონილია, გაანალიზდეს საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა საუკეთესო პრაქტიკის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს ის გამოწვევები, რომლებიც ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულებით არსებობდა კონკრეტული ქვეყნის წინაშე. დასავლეთ ევროპის პრაქტიკა ბევრად წარმატებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკა, თუმცა საქართველოს საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის მომსახურებაზე დამოკიდებული მომხმარებლების კონცენტრაციის მაჩვენებლის კუთხით (სატელიტური და საკაბელო პლატფორმების მომხმარებლებთან შეპირისპირებით), საინტერესოა დიდი ბრიტანეთის, ასევე იტალიის, ესპანეთის, ასევე ტერიტორიულად პატარა, მთაგორიანი რელიეფის მქონე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა. საქართველოს საეთერო ციფრული მიწისზედა ქსელის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ წარმოდგენილი მიმართულებები:
ტექნოლოგიის შერჩევა; მულტიპლექსორის რაოდენობა გარდამავალ და ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის უახლოეს პერიოდში; მოსახლეობის დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი; ახალი სადგურების დაგეგმვის აუცილებლობა და ძველების გამოყენების შესაძლებლობა; ახალი სადგურების რაოდენობის მაქსიმალიზაცია; მიმღები ანტენების მდგომარეობის/პოზიციის განსაზღვრა; ერთ სიხშირული თუ მრავალ სიხშირული ქსელის, ან ჰიბრიდული მოდელის შერჩევა; არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენების და ქსელის არაგონივრული დუბლირების თავიდან აცილების საკითხები; უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების ქსელის უსაფრთხოების საკითხები." _ ნათქვამია სტატიაში.
საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდები ცალმხრივ კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებული - IDFI
4 აპრილი, 2013 - 18:42
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდები ძირითადად ცალმხრივ კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებულნი, რაც გამოიხატება მშრალი ინფორმაციის გავრცელებაში და ისეთი სადისკუსიო პლატფორმების არქონაში, როგორებიცაა ბლოგი, ფორუმი. ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ვებ-რესურსები ინფორმაციის გავრცელების ისეთ მექანიზმებსაც არ ფლობენ, როგორიცაა RSS, ან სიახლეების ელექტრონულ ფოსტაზე გამოწერის ფუნქცია.
ორგანიზაციამ კვლევა „ელექტრონული ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე“ პირველ აპრილს გამოაქყვენა. IDFI 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 15 მარტამდე საქართველოს 23 ცენტრალური საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდებს აკვირდება და ისეთი კრიტერიუმებით აფასებს როგორიცაა: ელექტრონული კონსულტაცია, გადაწყვეტილების მიღება და ინფორმაცია/კომუნიკაცია, მასში გაერთიანებულია ღია მონაცემები (Open Data) რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს უწყებების დოკუმენტებით და ანგარიშებით; სპეციალური განყოფილება ვებ-გვერდზე, რომელიც დაეთმობა და უზრუნველყოფს სერვისების/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის (Vulnerable Group), გვერდების უცხო ენებზე არსებობა (ინგლისური, რუსული); საჯარო განხილვების ანგარიშები; რუბრიკის „კონტაქტი“ ცალკე არსებობა: მისამართი (ინტერაქტიული რუკის თანხლებით) საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა, სკაიპი. RSS-ზე წვდომა; ელ-ფოსტაზე სიახლეების გამოწერის ფუნქცია; SMS-ის სახით სიახლეების მიწოდება მომხმარებლისთვის.
დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდებზე მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც IDFI-ის აზრით, გამოწვეულია უწყებების ვებ-გვერდებზე საკომუნიკაციო-საკონსულტაციო მექანიზმების არარსებობით, ან მათი ტექნიკური გაუმართაობით.
იშვიათი გამონაკლისების გარდა, მოქალაქეებს არ აქვთ ვებ-გვერდებზე კომენტარის დატოვების საშუალება. „ეს ნეგატიური ტენდეცია იმაზე მიუთითებს, რომ უწყება ღია არ არის მომხმარებლის შეკითხვები, კომენტარები და კრიტიკა მიიღოს“, - აღნიშნულია კვლევაში და იქვე ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში გაჩნდა Twitter-ის ოფიციალური გვერდების გაუქმების ტენდენცია. უწყებების დიდ ნაწილს Twitter ანგარიში აღარ აქვს, უმეტესობა გვერდზე სიახლეებს არ აზიარებს, საჯარო დაწესებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს ამ საკომუნიკაციო მექანიზმს აქტიურად;
იმ უწყებებიდან, რომელსაც IDFI აკვირდებოდა, არცერთი არ გვთავაზობს სპეციალურ განყოფილებას, ან სერვისს სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის; ქართული სამთავრობო უწყებების უმეტესობას არ აქვს ვებ-გვერდზე ონლაინ მომსახურების შეფასების ფორმები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მოქალაქეებთან ერთად გამოსავლის ძიება.
კვლევის თანახმად, საჯარო პირები მოქალაქეებთან უშუალო კავშირზე არ გამოდიან, არცერთი დაწესებულების ხელმძღვანელი პირი მოდერაციას არ უწევს დისკუსიას და წამოჭრილ პრობლემებს პირადად არ ეხმაურება;
გარდა ამისა, უწყებების უმრავლესობას არ აქვს შემუშავებული ელ-ჩართულობის სამოქმედო გეგმა, იგივე, მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგია;
კვლევაში აღნიშნულია, რომ უწყებები მოქალაქეების მხრიდან შემოსულ შეკითხვებსა და მოსაზრებებს ძირითადად უყურადღებოდ ტოვებენ. IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის ელექტრონულად გაგზავნილ სატესტო შეკითხვებზე მიღებული პასუხების რაოდენობა მინიმალური იყო. მხოლოდ ორმა უწყებამ კულტურის სამინისტრომ და დევნილთა სამინისტრომ გასცა ოთხივე შეკითხვას პასუხი.
მკვლევრები მიიჩნევენ რომ აუცილებელია, ყველა საჯარო დაწესებულებამ აღიქვას მომხმარებელი, არა როგორც ინფორმაციის პასიური მიმღები, არამედ ორმხრივ კომუნიკაციაში ერთ-ერთი აქტიური მხარე. ამასთან, უწყებების მხრიდან ელ-ჩართულობის განვითარების მხრივ არსებული ხარვეზების ფონზე, მოქალაქეებმა თავად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გახდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის აქტიური მონაწილეები და არ იყვნენ ინდიფერენტულნი ამ საკითხის მიმართ.
„კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სასურველია, თითოეულმა უწყებამ მეტი ყურადღება დაუთმოს ონლაინ კომუნიკაციას, რადგან ეს ყველაზე სწრაფი, მარტივი და ეფექტური გზაა საკუთარი მოქალაქეების პრობლემების, შეკითხვების და უბრალოდ კომენტარების მისაღებად. ამასთან, ინტერაქციული მექანიზმების დანერგვა ზრდის საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას“, - აღნიშნულია კვლევაში.
IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებს დაემატოს სპეციალური განყოფილება სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის - ტექსტის გადიდება-დაპატარავება, გამკვეთრება, ფონის შეცვლა, ტექსტის აუდიო რეჟიმში მოსმენის ფუნქციები, რაც უზრუნველყოფს თანასწორობას მოქალაქეებს შორის მათი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად.
არასამთავრობოების განცხადება "საიას" და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის ინცინდენტზე
2013.03.30
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს აჭარის შს სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას და საიას თანამშრომლელს შორის მომხდარ ინიცდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლეად გთავაზობთ:
"არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის შს სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას მიერ საიას თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის დროულად და ობექტურად გამოძიების ნაცვლად, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვისა და გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის მცდელობას.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ინციდენტის სავარაუდო ამსახველი ვიდეომასალის განადგურების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებად ქცეულიყო გამოძიების წარმოებისას.
ვფიქრობთ, რომ შსს-ს მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც აქცენტები მხოლოდ საიას თანამშრომლის ბრალეულობაზე კეთდება, გამოხატავს სამინისტროს ცალმხრივ პოზიციას. შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ გასაჯაროებული ვიდეოფირით არ დასტურდება საიას თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავს.
გამომდინარე ზემოთ ქმულიდან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, როგორც ძალადობისა და მუქარის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების (ვიდეოჩანაწერის წაშლის) ნაწილში, ხოლო გამოძიების დასრულებამდე მოვითხოვთ, რომ აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება"– ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
IDFI: რეალურად შემცირდა თუ გაიზარდა მინისტრების შემოსავლები?
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” დაინტერესდა, თუ როგორი იყო წინა წლებში მინისტრების საშუალო თვიური შემოსავალი და განსხვავდება თუ არა ეს თანხა, მინისტრების ახლანდელ შემოსავლებთან.
ირკვევა, რომ 2011 წელს მინისტრების საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიღებული საშუალო შემოსავალი (ხელფასი და პრემია) შეადგენდა 7372(ხელზე 5898)ლარს, რაც 503 ლარით ჩამოუვარდება 2013 წლიდან მინისტრის საშუალო ყოველთვიურ შემოსავალს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ მინისტრის 2013 წლის 7 მარტის ბრძანებით, საქართველოს მინისტრებსა და მთავრობის კანცელარიის უფროსს თებერვალში პრემიის სახით 4335 ლარის მიეცათ.
ამ ბრძანების შემდეგ, მთავრობის კანცელარიამ საზოგადოებას განუმარტა, რომ მინისტრების პრემიებით დასაჩუქრების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდებოდა და თითოეული მინისტრი ყოველთვიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით 7875(ხელზე 6300)ლარს მიიღებდა. ასევე, მინისტრები დამსახურების შესაბამისად, პრემიას წელიწადში მხოლოდ ერთხელ მიიღებდნენ.
ანუ, საქართველოში მინისტრის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა 7875 ლარით (3540 ლარი ხელფასი და 4335 ლარი დანამატი). შესაბამისად, საპრემიო თანხების გარეშე, საქართველოს მთავრობის წევრის ერთი წლის შემოსავალი შეადგენს 94 500 ლარს (ხელზე 75 600 ლარს), ხოლო 19 მინისტრზე სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 795 500 ლარით.
რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს, IDFI-ის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ამჟამად 2012 წელს მინისტრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია განთავსებული არაა.
IDFI-იმ ასევე, 2012 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრის აპარატებს მიმართა 2012 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით მინისტრებზე გაცემული პრემიების ოდენობების მონაცემთა მოთხოვნით. ირკვევა, რომ 2012 წელს იმ მინისტრების, რომელთა შესახებაც IDFI-იმ მოიპოვა ინფორმაცია, საშუალოდ მიღებულმა ყოველთვიურმა შემოსავალმა შეადგინა 6913(ხელზე 5530) ლარი.
აღსანიშნავია, რომ ზოგმა სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ გასცა, ამიტომ შეუძლებელია იმის გარკვევა, რეალურად რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის სახით თითოეულ მინისტრზე თვეების მიხედვით.
"როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, 2013 წელს მინისტრის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2011 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი უნდა იყოს. ხოლო 2012 წლის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ 2012 წელთან შედარებით 2013 წელს როგორი იქნება მინისტრის შემოსავალი. თუმცა, არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიუჯეტიდან მინისტრებზე გათვალისწინებული საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება იგივე დარჩება, რაც დაფიქსირდა 2011 წელს"- წერია IDFI-ის განცხადებაში.
თავმჯდომარის გარეშე დარჩენილმა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ინტერნეტის საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ამ საკითხს კომისია ინტერნეტ პროვაიდერებთან ერთად უკვე ექვსი თვეა განიხილავს.
კომისიამ 2008 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით , ერთ გიგაბიტ/წამიან ურთიერთჩართვის სიმძლავრეზე ზედაზღვრული ტარიფი თვეში 5 ათასი ლარი დაადგინა. ამავე გადაწყვეტილებით, 12 ინტერნეტ პროვაიდერი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განისაზღვრა.
მოგვიანებით, 2012 წლის 2 ნოემბერს კომისიამ ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მას შემდეგ გადაიდო რამდენიმე ზეპირი მოსმენის სხდომა, შეწყდა წარმოება და თავიდან დაიწყო, მერე ისევ გადაიდო და საბოლოოდ კომისიამ ამ საკითხზე 2013 წლის 20 მარტს იმსჯელა. თუმცა 6 თვიანი და მეორედ დაწყებული კვლევა-მსჯელობის შემდეგ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც 2008 წელს მიღებული დადგენილებით იყო განსაზღვრული.
ინტერნეტ პროვაიდერების არგუმენტები
კომისიამ კვლევა ინტერნეტ პროვაიდერების მიერ წარდგენილი ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა, საიდანაც ჩანს, რომ ინტერნეტის საბითუმო ბაზრის 45% კავკასუს ონლაინს უკავია, „სილქნეტს“ კი - 38%.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების მიხედვით „კავკასუს ონლაინის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების დანახარჯი 1 გგბტ/წმ-ზე 246 ლარია, „სილქნეტს“ იგივე კომპონენტში ბევრად ნაკლები, 38 ლარი აქვს მითითებული. კომისიის 20 მარტის სხდომაზე საკითხის განხილვისას „სილქნეტის“ ოპერასტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი კომპანია „კავკასუს ონლაინს“ ყოველ თვე გიგაბიტ/წამის ურთიერთჩართვისთვის 5 ათას ლარს უხდის, რასაც ემატება დღგ-ს გადასახადი. ეს იმ დროს, როდესაც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, „კავკასუს ონალინის“ მომსახურების დანახარჯი 249 ლარია
„5 ათასი რანაირად არის განსაზღვრული, როგორ დაგვიდასტურებს ვინმე რომ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 20-ჯერ უფრო ძვირი უნდა იყოს ტარიფი? ხომ უნდა დავადგინოთ მართლა 38 ლარი ღირს, 249 თუ 5 ათასი?, - აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ. „სილქნეტი“ ითხოვდა, რომ ვინაიდან „კავკასუს ონლაინი“ ბაზრის 45%-ს იკავებს, ის აღიარებული უნდა იყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პროვაიდერად და მას უნდა დაეკისროს განსაზღვრული ტარიფი. „სილქნეტის“ წარმომადგენელთა თქმით, იმ ტარიფით, რასაც „კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტს ახდევინებს, მათი უფლებები ირღვევა.
„კავკასუს ონალინის“ იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ჭელიძე კი ირწმუნება, რომ 5 ათასი ლარი ხარჯზე ორიენტირებული თანხაა. იმ შემთხვევაში, თუ „კავკასუს ონლაინი“ მშინვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირად იქნება ცნობილი, მაშინ სხვა კომპანიებს შეეძლებათ მათ დაუწესონ 5 ათასზე ბევრად მაღალი ტარიფი და რესურსები სხვა კომპანიისკენ გადაინაცვლებს. ჭელიძის მოსაზრებით, 2008 წლის შემდეგ ბაზარზე მდგომარეობა არ შეცვლილა, ამიტომ სჯობდა ახალი კვლევა არ დაწყებულიყო.
„თუ მაინც აუცილებელია ამ მიმართულების რეგულაცია, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მზად არ არის არც კომისია და არც ოპერატორები ჩამოყალიბებულები არ ვართ - რას ვიკვლევთ. ამიტომ სჯობს დარჩეს ისე, როგორც არის, სანამ ზუსტად არ ჩამოვაყალიბებთ თამაშის იმ წესებს, რაც ხელს შეუწყობს ამ ბაზრის განვითარებას“, - თქვა ჭელიძემ.
სხდომას „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, პატარა პროვაიდერებისთვის ტარიფის შემცირება აქტუალური არ არის, ვინაიდან ურთიერთანგარიშწორება მხოლოდ დიდ კომპანიებთან მიმდინარეობს.
„თუმცა არ მიმაჩნია, რომ 5 ათასი ლარი ეს არის რეალური ფასი, რასაც მომსახურებაში უნდა იხდიდნენ“, - აღნიშნა თუთბერიძემ. მისი აზრით, იმისთვის რომ ბაზრის რეგულირება სწორად მოხდეს საჭიროა ჯერ კარგად განისაზღვროს ბაზრის სეგმენტი, ვინაიდან შეიძლება კომპანიას ბაზრის 40% არ ეჭიროს, მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ბაზარზე, რომ მასთან ურთერთჩართვა ძალიან საჭირო იყოს.
კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ირინა ვერძეულმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ ამ ბაზრის დერეგულირება მოხდებოდა.
მისი აზრით, იმის გამო რომ ოთხი წელი ეს ბაზარი იყო დარეგულირებული, მცირე და საშუალო ოპერატორებს ფაქტიურად საშუალება არ ჰქონდათ ურთიერთჩართვის და „ჰოსტინგის“ საქმიანობიდან შემოსავლი მიეღოთ. შესაბამისად, ისინი არ დაინტერესდნენ კაპიტალდაბანდებით, ბაზარი ვერ განვითარდა, არ არსებობს კერძო ინტერესი ინტერნეტის გაცვლის ცენტრის დაფუძნებისა საქართველოში. ვერძეულის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ამ ბაზარს არსად არ არეგულირებენ.
კომისიის გადაწყვეტილება
GNCC-ს გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღების გარეშე
საბოლოოდ კომისიამ 2013 წლის 20 მარტის სხდომაზე ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირად სამი კომპანია სცნო- "სილქნეტი", "კავკასუს-ონლაინი", "სისტემ ნეტი" და "ფოპტნეტი". შესაბამისად, მათ დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველყოფა.
დერეგულირების საკითხი კომისიას არც განუხილავს და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე სამი წინადადება დააყენა:
1. "კავკასუს ონლაინი" იყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად და სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად დაუდგინდეს ტარიფი მის მიერ წარმოდგენილი ხარჯების შესაბამისად 250 ლარის ოდენობით
2. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონედ ცნობილი იქნნას ყველა სუბიექტი, ვინც ამ ბაზარზე ფუნქციონირებს. სპეციფიკური ვალდებულებებიდან ერთერთი სატარიფო ვალდებულება დაუდგინდეს მხოლოდ "კავკასუს ონლაინსა" და "სილქნეტს" მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯების შესაბამისად ეს არის 250 ლარი და 39 ლარი
3. შეწყდეს წარმოება და ახლიდან დაიწყოს ამ საკითხის გამოკვლევა
კომისიის წევრების ხმები მეორე საკთხთან დაკავშირებით გაიყო. თავმჯდომარის არყოფნის გამო რომელსაც გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ყველაფერი ისე დარჩა, როგორც 2008 წელს მიღებული დადგენილებით იყო განსაზღვრული.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ექსპერტის, უჩა სეთურის აზრით, კომისიის მიერ ვერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტარიფებთან დაკავშირებული ბაზარზე არსებული პრობლემები მოუგვარებელი რჩება და ვერც საცალო ტარიფების შემცირებაზე შეიძლება მუშაობის დაწყება.
„თუმცა, კარგია ის, რომ არსებული რეგულირება არ გაუქმდა და ბაზარზე თავისუფლება არ მიეცა მონოპოლისტებს, რაც კიდევ უფრო გაართულებდა მცირე და საშუალო კომპანიების მდგომარეობას“, - აღნიშნა სეთურმა. მისი აზრით, საჭიროა იგივე რეგულირების გამოყენება, რაც არსებობს სატელეფონო ურთიერთჩართვის მიმართ (ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მე-19 მუხლის მესამე ნაწილი). ასეთი რეგულაციით ურთიერთჩართვის ვალდებულება აქვს ყველას, ხარჯებზე ორიენტირებული და არადსიკრიმინაციული პირებების შეთავაზების ვალდებულება ყველა მოთამაშეზე ვრცელდება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკას ეხება.
კვლევის თანახმად, სახელმწიფო დახმარების პოლიტიკა, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლისას, მოიცავს ღონისძიებებს ორი ძირითადი მიმართულებით: ბოლო მომხმარებლების მხარეს, რომლებსაც როგორც სოციალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროებათ სახელმწიფოს დახმარება (სპეციალური ან მათ საჭიროებებთან ადაპტირებული მოწყობილობების დაფინანსება, საინფორმაციო მხარდაჭერა, დახმარება საინსტალაციო-გამართვის სამუშაოების წარმოებისას და ა.შ.) და მომსახურების მიმწოდებლის მხარის და აპარატურის იმპორტიორების მხარეს (მაუწყებლები და საქსელო პროვაიდერები, რომლებმაც უნდა მოახდინონ ციფრული საეთერო სიგნალების გავრცელება, ქსელის შექმნა/გადაიარაღება, აპარატურის იმპორტიორები ან/და საცალო მოვაჭრეები და ა.შ.).
ბოლო მომხმარებლების სუბსიდირების პოლიტიკა
კვლევის ავტორი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე ეფექტური გადასვლის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის მოთხოვნილებების და პრობლემების გათვალისწინება და მათი ციფრულ სამაუწყებლო ქსელთან წვდომის უზრუნველყოფა, რის გარეშეც ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისათვის იზოლაციის მომტანი იქნება. ბოლო მომხმარებლის მოწყვლადობა, ფინანსური და ფიზიკური მიზეზების გარდა, შესაძლოა განპირობებული იყოს საჭირო უნარ-ჩვევების და ინფორმაციის არქონით.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდასაჭერად სახელმწიფო დაფინანსებამ უნდა მოიცვას შემდეგი მიმართულებები:
- სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და მათთან დაახლოებული კატეგორიების ბოლო მომხმარებლის სუბსიდირება მოწყობილობების შეძენისას (ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის (რისივერების) სუბსიდირება ან/და დახმარების სხვა მეთოდები);
- ზომები მიმართული ფინანსურად ნაკლებად მოწყვლადი მომხმარებლების ფინანსური სტიმულირებისათვის, რომლებიც შესაძლოა ციფრული საეთერო მომსახურების მიმღები გახდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე (საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 001-200 000 ქულის მქონე პირების წახალისება);
- ფართო საზოგადოების ინფორმირების ღონისძიებების დაფინანსება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის წარმატებით უზრუნველსაყოფად (საინფორმაციო კამპანიის და სხვა აქტივობების დაფინანსება);
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ასევე მარტოხელა პენსიონერებისთვის რისივერების სუბსიდირება და მათი უშუალო ინსტალირების და ინსტრუქტაჟის წარმოების დაფინანსება.
მიწოდების მხარის სუბსიდირება
კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების წამახალისებელი საშუალება შესაძლოა იყოს რეგულირების საფასურის შეღავათიანი ან ნულოვანი ოდენობის დადგენა, ასევე შესაძლოა მოხდეს მათ გადასახადებისგან განთავისუფლება, მხოლოდ პარალელური მაუწყებლობის შემთხვევაში და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდში.
კვლევაში მიწოდების მხარის სუბსიდირების ერთ-ერთ ღონისძიებად განხილულია საბაჟო მოსაკრებლისაგან და დღგ-გან შესაბამისი აპარატურის და ტელევიზორების იმპორტიორების განთავისუფლება დროებით, ავტორის აზრით, რაც გააიოლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. „დაფინანსებული უნდა იყოს მხოლოდ ის ციფრული საეთერო რისივერები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შეძენილი“, - აღნიშნულია კვლევაში.
იქვე ნათქვამია, რომ დაფინანსებას დაქვემდებარებული რისივერები უნდა იყოს ნეიტრალური ქსელების მიმართ და ურთიერთთავსებადი და უფასო ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალების გარდა, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ჩაერთოს საკაბელო და სატელიტურ ქსელში (ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომა).
14 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტს ევროპული ქარტიის მიღებისა და სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების შესახებ მოწოდებით მიმართოს. ინიციატივა ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს" ეკუთვნით - წერს "სამხრეთის კარიბჭე".
გადაცემის "მთავარი" რეგიონებიდან სტუმრები არიან: "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტი ნინო ნარიმანაშვილი (სატელეფონო ჩართვა) და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"( IDFI) სამართლის ექსპერტი ნინო ცუხიშვილი.