Main Page   Site Map   Contact ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
FacebookFacebook2.0 RSS FEEDGEOENG

RESEARCHES


სასამართლო სტატისტიკისა და სხვა სახის საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნება სასამართლოების ვებ-გვერდებზე


 



კვლევა განხორციელდა პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში წარმოდგენილი ავტორისეული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.

ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი რედაქტორი:
კონსტანტინე ჯანჯღავა

რედაქტორი:
გიორგი კლდიაშვილი

სტატიების ავტორები:
კონსტანტინე ჯანჯღავა, გოგა თუშურაშვილი, ალექსანდრე ხეროდინაშვილი

კვლევის შექმნაში მონაწილეობდნენ:
თეა ცერაძე, მარიკა კეჭაყმაძე.

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ექსპერტთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის თერთმეტი სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, დანიის სამეფოს, შვედეთის სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, უკრაინის, რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის სასამართლოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების პრაქტიკის სპეციფიკის შედარებით ანალიზს.

კვლევაში გამოქვეყნებულია ინსტიტუტის ექსპერტების სტატიები, რომლებიც ცალკე თავების სახით ეღძვნება სასამართლო სტატისტიკის პროატქიული გამოქვეყნების, სხვა სახის საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნებისა და ვებ-გვერდების

ტექნიკური გამართულობის/ელ.მმართველობის ასპექტების მიმოხილვას. ამა თუ იმ ასპექტის მეტი თვალსაჩინოების მიზნით კვლევაში მოყვანილია ილუსტრირებული მაგალითები, გამოვლენილია იმ პრობლემატიკისა და დადებითი ტენდენციების ერთობლიობა, რისი შემაჯამებელი დასკვნებიც პერსპექტივაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკული მოდელის მისაღებად.

ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი

Share on Twitter Share on Twitter
მასალის გამოყენების პირობები
Multimedia Official Incomes Monitoring 2011 opendata.ge ვებ-გვერდების შეფასების პარამეტრები Electronic Transparency in Georgia

www.wsa.ge



Useful Links

Site Map
Last News:
IDFI ს წარმომადგენელი სახელმწიფო შესყიდვებთან ...
IDFI მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ...
სახელფასო დანამატები პრემიების ნაცვლად – ეკონომიკისა ...
საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია ...
Contact


ა.მაჭავარიანის (არაგვის) ქუჩა №4
0179, საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2 996364

ელ ფოსტა: info@idfi.ge


რუკის სანახავად დააჭირეთ აქ
IDFI
All Rights Reserved
 Ge Studio
Created by Ge Studio