საქართველო იღებს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტებს

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 22 ივნისი 2012

21 ივნისი, 2012

გიორგი კლდიაშვილი

კლდიაშვილი არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოში, მიღებულ იქნა 1999 წელს და იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესულ კანონს წარმოადგენდა. დღეს-დღეისობით ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები უკვე მოძველებულია და აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, ძირითადად ეს შეეხება ელექტრონულ მმართველობას და ელექტრონულ გამჭვირვალობას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) უკვე სამი წელია ცდილობს წგანავითაროს ელექტრონული გამჭვირვალობის და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების თემა. IDFI-ს მთავარი პროექტი არის “საჯარო პირების ინტერნეტ რესურსების მონიტორინგი” და ძირითადი ყურადღება ექცევა ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას. ვებ-გვერდები წარმოადგენენ პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მოსახერხებელ გზას. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებები თავიანთ ვებ-გვერდებს რეგულარულად აახლებდნენ და ხელმისაწვდომს ხდიდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება მათ საჯარო მომსახურებას.

ასეთი ინფორმაცია, მინიმალური სტანდარტის მიხედვით, მოიცავს საჯარო დაწესებულებების სტრუქტურას, წესდებას და ბიუჯეტს; ინფორმაციას შესყიდვების შესახებ; მაღალი თანამდებობის პირების საკონტაქტო ინფორმაციას, მათ ანაზღაურებას და სხვა ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად შედის იმ კატეგორიაში, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა ინიციატივას "პარტნიორობა ღია მმართველობისთვის". ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა რათა წინ წამოეწიათ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციის საკითხი OGP-ს ფარგლებში.
IDFI, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები) თანამშრომლობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან  OGP-სთვის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი გაკეთდა ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და მის საკანონმდებლო რეგულაციაზე.

2012 წლის აპრილში საქართველომ გამოსცა თავისი სამოქმედო გეგმა OGP-ს ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას. ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება ხდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების რაოდენობის შემცირების ინსტრუმენტი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ მოთხოვნების მიღებამდე. ბრაზილიაში ჩატარებული OGP-ს წევრი ქვეყნების პირველი წლიური შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საქართველომ წარმოადგინა თავისი სამოქმედო გეგმა, დაიწყო აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი. რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შექმნა ფორუმი, რომელიც ყოველთვე უნდა შეიკრიბოს და გაარჩიოს OGP-სთან დაკავშირებული მიღწევები. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხების კომიტეტთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები

2012 წლის მაისში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (თავი III) იქნა შეტანილი რამდენიმე ცვლილება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ.

ამ ცვლილებების მიხედვით მიღებულ იქნა ახალი ტერმინები, როგორიცაა “პროაქტიული გამოქვეყნება”, “ელექტრონული რესურსები” და ა.შ.

მუხლი 27 (I) – “პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.”

ამ ცვლილებების მიხედვით პირი, რომელიც არის პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ასევე იქნება პასუხისმგებელი ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე:

მუხლი 36 – “საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.”
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმასთან დაკავშირებით. ადრე ინფორმაციის გამოთხოვის ერთადერთი საშუალება იყო ინფორმაციის გამოთხოვის ხელმოწერილი წერილის გაგზავნა. ახალი დამატებების მიხედვით ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ელექტრონულად:
მუხლი 37 (2) – “საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.”

იმ ინფორმაციის სტანდარტი, რომლის პროაქტიული გამოქვეყნება საჯარო დაწესებულებებს მოეთხოვება და ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის ფორმატი, რომელიც განისაზღვრება ქვემდებარე კანონმდებლობით უნდა იყოს მიღებული 2013 წლის 1 სექტემბრისთვის:

მუხლი 218 (4) – “2013 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) უზრუნველყონ ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა).”

საჯარო დაწესებულებების ვალდებულებები ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ ძალაში შევა 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
 

freedom info.org

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023