ციფრულ საეთერო მაუწყებლობის ქსელის მულტიპლექსორთან დაშვების ტარიფების განსაზღვრის სახელმძღვანელო დოკუმენტი

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 11 აპრილი 2013

აპრილი, 2013 წელი

ავტორი: გიორგი ხიშტოვანი

ციფრულ საეთერო მაუწყებლობის ქსელის მულტიპლექსორთან დაშვების ტარიფების განსაზღვრის სახელმძღვანელო დოკუმენტი

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, სამართლებრივი ურთიერთობის ძირითად მონაწილეებად მომსახურების მიწოდების მხარეს ციფრული სამაუწყებლო საეთერო ქსელის მულტიპლექს ოპერატორები და მაუწყებლები მოიაზრება. სატელეკომუნიკაციო ბაზრის საბითუმო სეგმენტების მსგავსად, ციფრული საეთერო მაუწყებლობის გარდამავალ და მის შემდგომ ეტაპებზე მთავარი პრობლემა მულტიპლექსორის რესურსებთან დაშვების საკითხების რეგულირება წარმოადგენს, რაც შესაძლოა განხორციელდეს დაშვების პირობების შეზღუდვით . კონკურენციის რეგულირების დროულმა ღონისძიებებმა, უნდა უზრუნველყოს დაშვების პირობების მაქსიმალური გამჭვირვალობა, დაშვების არადისკრიმინაციულობა და ქსელის ყველა საჭირო ელემენტთან შეუზღუდავი წვდომა.

დაშვების პირობების რეგულირება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალეობის სპეციფიკური ვალდებულების დადგენით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური, შესაძლებელია გახდეს, მულტიპლექსორის რესურსებთან წვდომის ტარიფების დადგენის საკითხი, რადგან ხარჯებზე არა ორიენტირებულმა და არაგონივრულმა ტარიფებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს მცირებიუჯეტიანი ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლების პროცესისაგან იზოლაცია  და შემდგომში მათი გაკოტრება / შერწყმა.

მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ციფრულ ქსელთან დაშვების მომსახურების ტარიფის განსაზღვრის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება. სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ჩვენ დავიხმართ მაგალითებს საერთაშორისო პრაქტიკიდან. უპირველეს ყოვლისა, მოყვანილი იქნება მაგალითები ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ფინეთის, ირლანდიისა და ტანზანიის მარეგულირებელი ორგანოებისათვის შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტებიდან. ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სწორედ ისეთი სახელმძღვანელო დოკუმენტის ჩამოყალიბება, რომელიც გაითვალისწინებს ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელის სპეციფიკას და გამოკვეთს იმ დანახარჯებს, რომლებიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული საეთერო ციფრულ ქსელთან დაშვების მომსახურების ტარიფთან. მიზანშეწონილია, რომ ეს სახელმძღვანელო დოკუმენტი გამოყენებული იყოს ე.წ. „მულტიპლექს ოპერატორის“ (შემდგომში - ‚‚ოპერატორი‘‘) მიერ სწორედ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გარდამავალ და მის შემდგომ პერიოდში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023