სამსახურიდან გათავისუფლებული პირის მიერ გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად კომპენსაციის მიღების უფლება

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები 1 თებერვალი 2013

იანვარი, 2013 წელი
 

ავტორი: სოფიო საჩალელი

IDFI-ის ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში
LL.M..-სამართლის მაგისტრი (ტრიერი, გერმანია);
ტრიერის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი;

 

საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც მისი მიღების შემდგომ მუდმივი კრიტიკის საგანი იყო, დღეისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას დასახული მიზანი, კერძოდ, მივიღოთ შრომის კოდექსი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან და ამასთან, დააბალანსებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს, უპრიანი იქნება, გავითვალისწინოთ გასული წლების გამოცდილება და გადავხედოთ სასამართლო პრაქტიკას, რათა გამოვარკვიოთ, რომელი ნორმები ქმნიდნენ გაურკვევლობას შრომით ურთიერთობებში. წინამდებარე სტატია ეხმიანება კანონპროექტის ავტორის შეთავაზებას სამოქალაქო სექტორისადმი, წარადგინონ შენიშვნები და რეკომენდაციები და მიმოიხილავს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც კოდექსის დღეისათვის მოქმედ რედაქციაში გათვალისწინებული არ არის, თუმცა განსაზღვრულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ‚‚ყოველწლიური ფასიანი შვებულებების შესახებ‘‘ ნ52-ე კონვენციით (1939, საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1997 წლიდან). კერძოდ, საუბარია შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მიერ შეწყვეტის შემთხვევაში, გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემის წესზე. ავტორი მიიჩნევს, რომ ცვლილებების პროექტში აღნიშნული საკითხის გათვალისწინება სიცხადეს შეიტანდა თემის გარშემო, რის საჭიროებასაც სტატიაში ასაბუთებს.

სამსახურიდან გათავისუფლებული პირის მიერ გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად კომპენსაციის მიღების უფლება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023