გიორგი კლდიაშვილი, დირექტორი
 |
გიორგი კლდიაშვილი
თანამდებობა: დირექტორი
ელექტრონული ფოსტა: g.kldiashvili@idfi.ge
ტელ: +99532 2996364 (სამ)
|
გიორგი კლდიაშვილი არის ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის’’ დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. გიორგის აქვს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილება საქართველოში, იგი ახორციელებს პროექტებს, კვლევებსა და შეფასებებს ღია საზოგადოების ფონდის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და უმეტესად ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში’’ პროექტისათვის. გარდა იმ პოლიტიკური კვლევებისა, რომელსაც იგი ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტში’’ ახორციელებს, გიორგი არის საბჭოთა პერიოდის საქართველოს პროფესიონალი მკვლევარი. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება უახლეს ისტორიაში და მუშაობდა ამერიკათმცოდნეობის პროფესორად ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტში.
გიორგი კლდიაშვილი არის სამეცნიერო სტატიების და ავტორი და თანაავტორი.
კარგად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ლევან ავალიშვილი, გამგეობის თავმჯდომარე / პროექტების დირექტორი
 |
ლევან ავალიშვილი
თანამდებობა: გამგეობის თავმჯდომარე / პროექტების დირექტორი
ელექტრონული ფოსტა: l.avalishvili@idfi.ge
ტელ: +99532 2996364 (სამ)
|
ლევან ავალიშვილი არის ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის’’ თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას აქვს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილება როგორც ღია საზოგადოების ფონდის, ევროსაბჭოსა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის დირექტორსა და კოორდინატორს. გარდა იმ კვლევებისა, რომელსაც იგი ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტში’’ ახორციელებს, აღსანიშნავია მისი აკადემიური კვლევები საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ისტორიის საკითხებზე. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისა და ამერიკის ახალ და უახლეს ისტორიის სპეციალობით.
ლევან ავალიშვილი არის სამეცნიერო სტატიების ავტორი და თანაავტორი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
კონსტანტინე ჯანჯღავა, პროექტის იურისტი
 |
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
კონსტანტინე ჯანჯღავა მუშაობს კოორდინატორად ინსტიტუტის ორ პროექტში: "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი” და "საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება". პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო დაწესებულებათა და სასამართლოს სისტემის ორგანოებსი საინფორმაციო რესურსების (ვებ-გვერდების) მონიტორინგს, რათა დადგინდეს საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის ხარისხი ქვეყანაში. ბატონ კონსტანტინეს გააჩნია დიდი ინტერესი, რომ განავითაროს მოწინავე კვლევის მეთოდოლოგია ინფორმაციის გამჭვირვალობის სფეროში.
საჯარო დაწესებულებათა ვებ-გვერდების მონიტორინგის გარდა, კონსტანტინე აქტიურად ატარებს კონსულტაციას ინსტიტუტის სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით და აქტიურად არის ჩართული იურიდიული დოკუმენტაციების შედგენას და ინსტიტუტის კვლევების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.
პროფესიული გამოცდილება:
კონსტანტინეს პროფესიული როლი იურიდიულ სფეროში არის დაკავშირებული მის პრაქტიკულ საქმიანობასთან სამართლის ისეთ დარგში, როგორიცაა სადაზღვევო სამართალი. ის მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში “სადაზღვევო კომპანია ალდაგი-ბისიაი”. მისმა პროგრესიულმა საქმიანობამ გააუმჯობესა და მოწინავე გახადა კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების პოლიტიკა.
კონსტანტინეს ასევე აქვს განსაკუთრებული ინტერესი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროს მიმართ, ძირითადად საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართალში, რაც იყო მისი სადიპლომო თემა კავკასიის სამართლის სკოლაში.კონსტანტინემ გაიარა ექვსთვიანი სტაჟირება საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში და წარმატებით დაასრულა ინტელექტუალური საკუთრების ზოგადიკურსი “ისმო”-ს მსოფლიოს აკადემიაში, ჟენევა, შვეიცარია.
იმას გარდა, რომ კონსტანტინე არის ექსპერტი კორპორაციულ სამართალში, მას ასევე აქვს გამოცდილება ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებში.
კონსტანტინე ჯანჯღავას აგრეთვე გააჩნია ფილოლოგის ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ანგლისტიკის სპეციალობაში. იგი მუშაობდა თსუ-ს ლექსიკოგრაფიულ ცენტრში დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონის შედგენაზე. მისი პროფესიული საქმიანობა აგრეთვე მოიცავს ისეთ საქმიანობას , როგორიცაა თარგმანი, თარჯიმნობა და პროფესიონალური ფოტოგრაფია.
კონსტანტინე ჯანჯღავა თავის პროფესიულ საქმიანობაში მუდამ წარმოადგენდა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მომხრეს კომერციული/არა-კომერციული იურიდიული პირთა საქმიანობაში.
კონსტანტინე ჯანჯღავა თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, და აგრეთვე ესპანურს ელემენტარულ დონეზე.
დავით ჯიშკარიანი, მკვლევარი
 |
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
დავით ჯიშკარიანმა 2008 წელს დაამთვარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიიღო ისტორიის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2010 წელს მიიღო მიიღო რუსეთისმცოდნის მაგისტრის ხარისხი. 2009-2010 წლებში დავით ჯიშკარიანი სტაჟიორებას გადიოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში რეინტეგრაციის საკითხებში. 2010 წელს იყო “რუსეთის კველევების საქართველოს ინსტიტუტის მკვლევარი”. არის არსამთავრობო ორგანიზაციის„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს დავით ჯიშკარიანი შეუერთდა 2011 წლიდან და ამჟამად მუშაობს სამეცნიერო პროექტზე „სტალინური სიები საქართველოზე-მასობრივი რეპრესიები საქართველოში 1937-1938 წლებში“.
მარიკა კეჭაყმაძე, ანალიტიკოსი
 |
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
მარიკა კეჭაყმაძე მუშაობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ანალიტიკოსად.
2002 წელს მარიკა კეჭაყმაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტიკის სპეციალობით. 2005-2007 წლებში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიიღო ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2007 წლიდან მუშაობდა კერძო სექტორში. 2010 წლიდან 2011 წლამდე იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროექტის - „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ასისტენტი, მუშაობდა პროექტზე “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“, რომელიც IDFI-ს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერით განხორციელდა.
მარიკა კეჭაყმაძე არის რობერტ ბოშის სტიპენდიანტი. 2011 წელს მან მონაწილეობა მიიღო რობერტ ბოშის ფონდის, კარლ ფრიდრიხ გოერდელერის კოლეჯისა და გერმანიის საგარეო ურთიერთობის საბჭოს ერთობლივ პროგრამაში.
მარიკა თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
თეონა ტურაშვილი, ანალიტიკოსი
 |
თეონა ტურაშვილი
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
თეონა ტურაშვილი არის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი. ამჟამად იგი ჩართულია პროექტში „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამის, „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“, მაგისტრი. ამავე უნივერსიტეტში მან მიიღო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი (ძირითადი პროფესია საერთაშორისო ურთიერთობები, მეორადი - პოლიტიკური მეცნიერებები).
თეონამ სტაჟირება გაიარა რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტში (GIRS) (პოზიცია - უმცროსი მკვლევარი, 2010 წლის თებერვალი-აგვისტო), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI პოზიცია - სტაჟიორი, დეპარტამენტი - პარლამენტის გაძლიერების პროგრამა - 2011 წლის ივნისი-სექტემბერი) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS – 2012 წლის ოქტომბერი-აგვისტო). იგი იყო ყოველკვირეული ჟურნალის ,,ტაბულას", რუბრიკა მსოფლიო პოლიტიკის, ჟურნალისტი (2010–2012 წწ.). ასევე, თეონა არის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
მისი ინტერესის სფეროებია: პოლიტიკური პარტიები, ელექტრონული მმართველობა, რეგიონული კვლევები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა.
თეონა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, საშუალოდ - გერმანულს.
სალომე ჩუხუა, ანალიტიკოსი
 |
სალომე ჩუხუა
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
სალომე ჩუხუამ 2011 წელს დაამთავრა ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის დიპლომი ევროპისმცოდნეობაში (მეორადი მიმართულება - ლიბერალური განათლება). 2010 წლის მაისიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა (AGILE). იყო ჰადსონის ინსტიტუტის კონსულტანტი და პროფესორ ჩარლზ ჰ. ფერბენქსის კვლევის ასისტენტი. მან გაიარა რამდენიმე სტაჟირების კურსი მათ შორის ერთთვიანი სტაჟირება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში, ასევე, პარაქტიკული კურსი საქართველოს პარლამენტში. 2012 წლის 5-15 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბერლინის ტრანსნაციონალური კვლევების სკოლის (BST), ეუთოს აკადემიის და DAAD-ის (German Academic Exchange Service) ორგანიზებით მოწყობილ ზაფხულის სკოლაში, რომელიც მიეძღვნა კონფლიქტებისა და მშვიდობის თემას. 2011 წლის 1 დეკემბრიდან 1 ივლისის ჩათვლით იყო სტაჟიორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთ-ერთ პროექტში „სტალინური სიები საქართველოზე - მასობრივი რეპრესიები საქართველოში 1937-38 წლებში“.
ამჟამად, 2012 წლის 1 ივლისიდან მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ანალიტიკოსის პოზიციაზე პროექტში „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართვლოში“. ასევე 2012 წლის 1 თებერვლიდან არის პროექტის „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“ მენეჯერი ორგანიზაციაში ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა.
სალომე ჩუხუა ფლობს ინგლისურ ენას, ხოლო რუსულ და ფრანგულ ენებს საშუალო დონეზე.
დავით დოლიძე, ფინანსური მენეჯერი
 |
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
დავით დოლიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერია. დავით დოლიძემ 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით. იგი არის ისტორიის ბაკალავრი. 2000-2001 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში“, დირექტორის თანაშემწედ. 2003-2004 წლებში სწავლობდა იტალიის ქალაქ პადოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და თეოლოგიის ფაკულტეტზე. 2005 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა კერძო სექტორში, სხვადასხვა პოზიციებზე. 2010 წელს გაიარა კომპიუტერული ბუღალტერიის და ფინანსური მენეჯემენტის სრული კურსი ბუღალტერიის აკრედიტებულ სასწავლო ცენტრ D.A.G.I.-ში. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
გოგა თუშურაშვილი, ანალიტიკოსი
 |
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
გოგა თუშურაშვილი 2011 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ პროექტ „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ანალიტიკოსად. გოგა თუშურაშვილმა 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის ხარისხი. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს IDFI - ის მიერ პროექტის ფარგლებში მივლენილ იქნა შპს “სონარის“ SPSS-ისა და სტატისტიკის სასწავლო პროგრამის სრული კურსის დასამთავრებლად. გოგა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
თამარ იაკობიძე, ანალიტიკოსი
 |
თამარ იაკობიძე
ანალიტიკოსი
ელექტრონული ფოსტა: t.iakobidze@idfi.ge
ტელ: +995 32 2996364 (სამ)
|
თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“.
IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე თამარმა გაიარა სტაჟირება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” და იყო კვლევის ასისტენტი „ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამის“ მიერ დაფინანსებულ კვლევაში საქართველოს პარლამენტის შესახებ.
თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით. ამას გარდა, თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციაში, საზაფხულო სკოლასა და მოკლე კურსში.
თამარი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, საშუალოდ - გერმანულს.
იულია ადელხანოვა, მკვლევარი
იულია ადელხანოვამ 2007 წელს დაამთვრა მოსკოვის ეკონიმიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სამართლის ფაკულტეტი. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში. 2009-2011 წწ იულია მუშაობდა პედაგოგ-კონსულტანტად იგივე ფაკულტეტზე. 2008 წლიდან უშტატო თანამშრომლად იყო ჟურნალისტი ინტერნეტ საიტების www.southcaucasus.com და www.newcaucasus.com და ჟურნალ „კავკასიური აქცენტი“. 2011 წლიდან იულია ადელხანოვა მუშაობს ინფომრაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტში მკვლევარად პროექტ „სტალინის სიები საქართველოზე- 1937-1938 წწ დიდი ტერორი“
თამარ თოლორდავა, ანალიტიკოსი
 |
თამარ თოლორდავა
|
თამარ თოლორდავამ 2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი და მიიღო პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი (მთავარი მიმართულება პოლიტიკური მეცნიერებები, მეორადი - ლიბერალური განათლება). ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე, საბჭოთა კვლევების მიმართულებით.
2010 წლის მარტიდან არის ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციის ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიის’’ მოხალისე და აქტიურად ღებულობს მონაწილეობას ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში. 2011 წელს პროექტ ,,აქტიური მოქალაქეების’’ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო წიგნ ,,აქტიური მოქალაქეების’’ თარგმნაში და ამავე პროექტში მუშაობდა ტრენერად. თამარს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციას, საზაფხულო სკოლასა და სემინარში. 2011 წლის სექტემბერში მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია და მონაწილეობა მიიღო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ერთ თვიან გაცვლით პროგრამაში. 2011 წლის ოქტომბრიდან 1 ივლისის ჩათვლით იყო სტაჟიორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთ-ერთ პროექტში „სტალინური სიები საქართველოზე - მასობრივი რეპრესიები საქართველოში 1937-38 წლებში’’.
2012 წლის 1 ივლისიდან მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ანალიტიკოსის პოზიციაზე პროექტში „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.
თამარი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
სანდრო როჩიკაშვილი, ანალიტიკოსი
 |
სანდრო როჩიკაშვილი
|
სანდრო როჩიკაშვილი არის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი. მისი საქმიანობა ძირითადად ეხება „პარტნიორობას ღია მმართველობისთვის“, რომლის შესახებ მას მიყავს ორენოვანი ბლოგი. იგი ასევე ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“.
სანდრომ 2011 წელს დაამთავრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში. იგი ამჟამად სწავლობს პრინსტონის უნივერსიტეტში, ვუდრო ვილსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, სერტიფიკატებით ფინანსებში და რუსულ ენასა და ლიტერატურაში. 2010 წლის ზაფხულში მან გაიარა საზაფხულო პროგრამა მისისიპის უნივერსიტეტში.
სანდრო თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, საშუალოდ - გერმანულს და საწყის დონეზე - იაპონურს.
ნინო ცუხიშვილი, ანაზღაურებადი სტაჟიორი
 |
ნინო ცუხიშვილი
|
ნინო ცუხიშვილი IDFI-ის გუნდს შეუერთდა 2013 წლის თებერვლიდან ფონდი ღია საზოგადოების ადამიანის უფლებებისა და მმართველობის საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებათა შესახებ ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში. სტაჟირების პროგრამა მოიცავს 6 თვიან პერიოდს და გულისხმობს საერთაშორისო პრაქტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის კვლევასა და ანალიზს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით.
ნინო ცუხიშვილმა 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამავე წელს სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციული სამართლის უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ,,საჯარო მმართველობა“ და მიიღო საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. ნინო ცუხიშვილმა 2013 წელს ასევე მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი შედარებით კონსტიტუციურ სამართალში.
IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე, ნინო ცუხიშვილი იყო ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის იურისტი ორი წლის განმავლობაში. ნინო ცუხიშვილი ასევე მუშაობდა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ პროექტში ”ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ იურისტად 2008 წლიდან მაისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით. ნინო ცუხიშვილმა 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
ნინო ცუხიშვილი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.