|

Freedominfo.org
www.freedominfo.org
არის საერთაშორისო ინტერნეტ პორტალ, სადაც აკუმულირებულია ინფორმაციის თავისუფლების სფეროსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიების, ტაქტიკის უდიდესი გამოცდილება. ვებ-პორტალზე განთავსებულია მნიშვნელოვანი ფაქტები ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, კანონები, საკანონმდებლო პროექტები და პრაქტიკაში მათი განხორციელების და ათვისების მეთოდები. ის აკავშირებს ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს მსოფლიო მასშტაბში.
ეროვნული უსაფრთხოების არქივი არის არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტი და ბიბლიოთეკა განლაგებული ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. არქივი აგროვებს და აქვეყნებს ინფორმაციის თავისუფლების აქტის შედეგად განსაიდუმლოებულ დოკუმენტებს. არქივი, ასევე, წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს დატა-ბაზას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო, სადაზვერვო და ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა საკითხების შესახებ.

The Institute for Information Freedom Development
www.svobodainfo.org
არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია დაფუძნებული 2004 წელს. ორგანიზაციის მიზანია რუსეთის ფედერაციაში სოციალურად მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

www.justiceinitiative.org
The Open Society Justice Initiative წარმოადგენს “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” (OSI) პროგრამას, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებების დასაცავად სამართლებრივი რეფორმების საშუალებით და ხელს უწყობს იურიდიული ბაზის განვითარებას ღია საზოგადოების ფორმირებისთვის მსოფლიო მასშტაბით.

Access Info
www.access-info.org
Access Info Europe წარმოადგენს ევროპაში ადამიანების უფლებელის ორგანიზაცია, რომელიც იღწვის გლობალურად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაცვის და განვითარებისთვის. ორგანიზაცია შექმნილია ევროპელი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მუშაობს სახელმწიფო ორგანოების გამჭირვალობის უმაღლესი სტანდარტების მისაღწევად.

Article 19
www.article19.org
Article 19 არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იღწვის აზრის გამოხატულების თავისუფლებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ორგანიზაცია, ასევე, მუშაობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროს განვითარებაზეც.

Freedom of Information Advocates Network
www.foiadvocates.net
The Freedom of Information Advocates Network (FOIAnet) არის საერთაშორისო საინფორმაციო ქსელი, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც იღწვიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ამ ქსელის წევრები არიან სამოქალაქო საზოაგადოების ორგანიზაციები, რომელნიც მხარს უჭერენ ინფორმაციის მიღების უფლების განვითარებას.

Sunlight Foundation
www.sunlightfoundation.com
The Sunlight Foundation არის არა-სამთავრობო, არა-კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული ინტერნეტის გამოყენებაზე მთავრობის გამჭირვალობის და გახსნილობის გასაუმჯობესებლად. მათ საქმიანობას წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით და ახალი ინფორმაციის გაციფრულებით დაეხმარონ მოქალაქეებს, ბლოგერებს და ჟურნალისტებს თვითონვე გახდნენ მთავრობის საუკეთესო მაკონტროლებელნი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
www.gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიზანია გახადოს საჯარო დაწესებულებები ანგარიშვალდებული და “უფლება იცოდეს” ხელმისაწვდომი ყველასთვის. 2003 წლიდან გამჭვირვალობის სტანდარტების მისაღწევად ორგანიზაცია ეწევა ანტიკორუფციულ მონიტორინგს, ატარებს კვლევებს, აწყობს ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებს, იღწვის მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებლად.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
www.transparency.ge
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ოფისი დაარსდა 2000 წლის 7 მაისს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების გზით, ქვეყანაში კორუფციის დონის შემცირებას და საქართველოს ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
www.boell.ge
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წელს გაიხსნა და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ფონდი ხელს უწყობს რეგიონში ცალკეული პიროვნებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობას; ადამიანის უფლებების ძირითად პრონციპებზე დაყრდნობით ცდილობს საზოგადოებისა და პოლიტიკის არადემოკრატიული და არატოლერანტული განწყობის შეცვლას. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ხელს უწყობს ეთნო-პოლიტიკური და ტერიტორიალური კონფლიქტების ტრანსფოტრმაციას სამართლიანი და არაძალადობრივი გზით და მხარს უჭერს ადამიანებისა და საზოგადოების მდგრად განვითარებას. ფონდი ხელს უწყობს საჯარო დისკუსიების კულტურის ამაღლებას, რათა გადაწყვეტილებების მოღაბის პროცესი უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე გახდეს.

მედიის უფლებათა ინსტიტუტი
www.mediarights.az
მედიის უფლებათა ინსტიტუტი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია აზერბაიჯანში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვა და განვითარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამართველო
archive.security.gov.ge
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამართველო აერთიანებს მეოცე საუკუნის საქართველოს არქივებს: ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყოფილ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს. ამ გაერთიანებულ არქივში თავმოყრილია 2 მილიონზე მეტი საარქივო დოკუმენტი.

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა
www.soros.org/initiatives/hrggp
ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა (HღGGP) არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ძირითდი გრანტის გამცემი ორგანო, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის უფლებების, ანგარიშვალდებულების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის განვითარებაზე ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და მონღოლეთში. აღიარებს რა იმას, თუ რა გადამწყვეტი როლი შიძლება შეასრულოს სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების მიერ ძლაუფლების ბოროტად გამოყენების შემოწმების და კონტროლის საქმეში, პროგრამა გათვალისწინებულია უზრუნველყოს ძლიერი და აქტიური არასამთვრობო სექტორის განვითრება რეგიონში, რომელიც შეძლებას ამ ფუნქციის შესრულებას. პროგრამა, რომელიც კონტროლდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადამიანის უფლებების და სამართლის პროექტების კოლეგიის მიერ, გათვალისწინებულია ნაციონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების განვითარებაზე ადგილობრივ, ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
http://www.osgf.ge/?lang_id=ENG
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს ნიუ-იორკის "ღია საზოგადოების ინსტიტუტმა" დააფუძნა. ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.

ამერიკის შერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდი
www.gmfus.org
ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდი (GMF) არის არაპარტიული ამერიკული საჯარო პირი და გრანტის გამცემი ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას შორის უკეთ თანამშრომლობის და ურთიერთგაგების ხელშეწყობას ტრანსატლანტიკურ და გლობალურ საკითხებზე. GMF ახორციელებს ამ გეგმებს ტრანსატლანტიკურ სივრცეში მოქმედი კერძო პირების და ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობით, პოლიტიკური და ბიზნეს სექტორში მოღვაწე ლიდერების და ცნობილი სახეების მოწვევით, ასევე ტრანსატლანტიკური საკითხებთან დაკავშირებული თემების გარშმო კვლევებით და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებით, რათა ხელი შეეწყოს განახლებული კავშირებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. ამასთან ერთად, GMF ხელს უწყობს სხვდასხვა წამოწყებას დემოკრატიული ფასეულობების გასამყარებლად.
რეგიონული თანამშრომლობის და კანონის უზენაესობის განვითარების მიზნით შავი ზღვის რეგიონში გერმანული მარშალის ფონდმა წამოიწყო პროგრამა „შავი ზღვის ნდობა რეგიონული თანამშრომლობისთვის“ (The Black Sea Trust for Regional Cooperation (BST)). წარმატებული საზოგადოებრივ-კერძო თანამშრომლობის „ბალკანეთის ნდობა დემოკრატიისთვის“ (Balkan Trust for Democracy (BTD)) მოდელის მიხედვით, (BST) მუშაობს მთელ რიგ დონორ ორგანიზაციებთან ერთობლიბვად, რათ გრანტით დააფინანსოს ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც მოღვაწეობენ რათა ხელი შეუწყონ და გაამყარონ რეგიონული თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოება და დომოკრატიული საფუძვლები.
|