IDFI ფინანსურად სრულად გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 ივნისი 2016

IDFI ექვს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთან მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის დასახელდა.

 

შეფასებითი კვლევის ავტორია ორგანიზაცია Transparify, რომელიც მესამე წელია აქვეყნებს შედეგების შემცველ ანგარიშებს. შეფასებული ორგანიზაციების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2016 წლის ანგარიშში 47 ქვეყნის 200 ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციაა (think tank) შესული.

 

Transparify სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ და გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით მათ აფასებს 5 ქულიანი სკალით (სადაც „5“ „ყველაზე გამჭვირვალეს“ ნიშნავს).

 

უმაღლესი ქულის მქონე შვიდი ქართული ორგანიზაციიდან სამი გასული წლის ანგარიშშიც მოხვდა და იგივე შეფასება ჰქონდა მიღებული:

 

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

 

ორმა ორგანიზაციამ 2 ქულით გააუმჯობესა წინა წლის მაჩვენებელი და წელს უმაღლესი ქულა დაიმსახურა:

 

  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
  • ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET)

 

ხოლო დანარჩენი ორი ორგანიზაცია Transparify-ის ანგარიშში ოფიციალურად პირველად წელს მოხვდა:

 

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • PMC კვლევითი ცენტრი (PMC)

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Transparify-მ IDFI-ს გასულ წელს (2015) ოფიციალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩატარებული დამატებითი შეფასების ფარგლებში უმაღლესი ქულა მიანიჭა. დამატებითი შეფასება კი ჩატარდა მას შემდეგ, რაც IDFI-მ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავად გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ ფინანსური გამჭვირვალობის რეიტინგში.

 

ზოგადი შედეგების მიხედვით, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე პოზიცია უჭირავს ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის მხრივ, რადგან კვლევაში შეფასებული ათი ქართული ორგანიზაციიდან შვიდმა მაქსიმალური ქულა მიიღო.

 

წლევანდელი კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციების თითქმის ნახევარი ამჟამად გამჭვირვალეა. ეს ორგანიზაციები საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ დონორების ჩამონათვალს და ინფორმაციას, თითოეული დონორისგან მიღებული დაფინანსების ოდენობის შესახებ.

 

კვლევის მიხედვით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით გაუმჭვირვალე ანალიტიკური ორგანიზაციების რიცხვი 144-დან 102-მდე შემცირდა.

 

IDFI ულოცავს ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებმაც შეფასების 5 (მაქსიმალური) ქულა დააგროვეს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023