IDFI-სა და საქართველოს საზოგადოება „მემორიალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები 2 დეკემბერი 2011

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა“ და „საქართველოს საბჭოური პერიოდის რეპრესიების მსხვერპლთა უკვდავყოფისა და თანადგომის საზოგადოება ”მემორიალს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს.

 

ინსტიტუტი მუშაობს საბჭოური პერიოდის რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ საზოგადოება „მემორიალის“ მფლობელობაში არსებული საარქივო მასალების დიგიტალიზაციაზე.

 

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება.

 

თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტოტალიტალისტური წარსულის შესწავლისა და საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო რეპრესიების მსხვერპლთა უკვდავყოფისა და თანადგომისათვის.

 

ამ ეტაპზე საზოგადოება „მემორიალი“ აქტიურად არის ჩართული ინსტიტუტის პროექტში „სტალინის სიები საქართველოზე“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1937-1938 წლებში იმ რეპრესირებულ პირთა შესახებ ინფორმაციების მოძიება, რომლებიც გასამართლდნენ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების დასტურის საფუძვლად.

 

პროექტში გამოყენებული იქნება საზოგადოება „მემორიალის“ მიერ შეგროვებული ფოტო და დოკუმკენტური მასალა.

 

/public/upload/IDFI/Memorial.Geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023