საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 21 სექტემბერი 2015

    

 

პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: შპს Deloitte Consulting, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელით, „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) No. AID- 114-C-14-00007 ხელშეკრულების თანახმად
პროექტის ნომერი: RFA#2015 – 008
გრანტის ოდენობა: 94,700.00 USD
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015 წლის 21 სექტემბერი - 2018 წლის 21 სექტემბერი


პროექტის აღწერილობა


საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგანაც ჩართულობა, მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს უფრო ეფექტური კანონებისა და პოლიტიკის გატარებას.


USAID-ის ახლად დაფინანსებული პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ გამიზნულია იმისთვის, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, და გააძლიეროს ორივე მხარის შესაძლებლობები იმისათვის რომ შედგეს საჯარო პოლიტიკისა და საკანონმდებლო საკითხებზე ეფექტური თანამშრომლობა. აღნიშნული მოიცავს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარებას, რომ გამოიყენონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა საჯარო პოლიტიკის კეთებისა და ადვოკატირების პროცესებში.


ზემოთაღნიშნულ პრინციპებთან შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შექმნის სტანდარტიზირებულ და ინსტიტუციონალურ პლატფორმას საჯარო-კერძო დიალოგისთვის (PPD). პლატფორმის მიზანია მომავალში მოიცვას საჯარო პოლიტიკისა და საკანონმდებლო პროცესები.

 

პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) შესახებ

 

პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ გახლავთ USAID-ის მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან ხორციელდება შპს Deloitte Consulting-ის მიერ.


პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმები დაიგეგმოს, განხორციელდეს და შესრულდეს სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, ისე რომ მცირე და საშუალო საწარმოებს ქონდეთ თანაბარი პირობები ზრდისთვის.


G4G გააძლიერებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის შესაძლებლობებს, იმისათვის რომ აღნიშნულმა მხარეებმა ეფექტურად ითანამშრომლონ რეფორმებზე ჩართულობისა და კონსულტაციების პროცესის საშუალებით.


ამ მიზნის მისაღწევად G4G მხარს დაუჭერს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. აღნიშნული დაეხმარება რეფორმების ეფექტურ ჩამოყალიბებას ეკონომიკური განვითარებისთვის ისეთ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება.
G4G ხუთ კომპონენტს მოიცავს: (1) საჯარო და კერძო სექტორის ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობა, (2) საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება რეფორმების შემუშავებისთვის, განხორციელებისთვისა და შესრულებისთვის, (3) წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება სხვადასხვა მოპაექრე ინტერესების გათვალისწინებით, (4) ენერგეტო-პოლიტიკის ეკონომიკური მმართველობისა და ლიდერობის გაუმჯობესება, ელექტროენერგიის საზღვარგარეთ ვაჭრობის ჩათვლით, და (5) რეფორმების ადვოკატირებისთვის კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება.


მიზანი


გრანტის მიზანია შექმნას და განახორციელოს „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმი“. აღნიშნული მიზნისთვის შერჩეული საკვანძო სამინისტროების მიერ დაგეგმილი თითოეული მნიშვნელოვანი კანონი ან რეგულაცია შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად და რა ხარისხით იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობა. აღნიშნული გაიზომება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ოთხი პარამეტრის შეფასებით:

  • საჯარო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება
  • საკანონმდებლო პროცესი და საჯარო პოლიტიკის პროექტის შემუშავება
  • მარეგულირებელი ზემოქმედების შეფასება
  • ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან


აქტივობები

  • საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმის შემუშავება და მეთოდოლოგიის მომზადება
  • საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმის განხორციელება
  • პერიოდული ანგარიშები კანონების შეფასების შესახებ
  • საჯარო დისკუსიები
  • წლიური ანგარიშები და დაჯილდოება
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის
  • ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
  • ინფორმაციის გავრცელება

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023