header of idfi archive
GEO / ENG


პროექტ საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებულის პრეზენტაცია

07:37 PM - 21 November 2010



2010 წლის 9 ნოემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“  შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში (ყოფილი „საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი“) მოაწყო პროექტ “საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებულის”პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებული და მხარდაჭერილი არის საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ.

პრეზენტაციას დაესწრნენ მისი აღმატებულება შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბაჰლერი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანიტაშლუჰტერროტიდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი დოქტორი ირის კემპე.

პრეზენტაცია წარმართეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. სტუმრებს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდი „გამჭვირვალე არქივები“ (http://www.idfi.ge/archive/?lang=en). პრეზენტაციის მონაწილეებს გააცნეს 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტების დამუშავებული კოლექცია, მარტის მოვლენების კვლევისას გამომჟღავნებული ახალი ისტორიული ფაქტები და საარქივო მასალების მნიშვნელობა საქართველოსა და საბჭოთა ისტორიის კვლევის საკითხებში.

საქართველოს შსს-ის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა ბატონმა ომარ თუშურაშვილმა გააცნო სტუმრებს არქივის ისტორია, დაცული საარქივო მასალების ჩამონათვალი. მან აგრეთვე წარუდგინა სტუმრებს ის სამუშაო და პროექტები, რომლებსაც ახორციელებს შსს-ოს საარქივო სამმართველო.

პრეზენტაციის სტუმრებმა მისმა აღმატებულებამ, შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბაჰლერმა და დოქტორმა ირის კემპემ ისაუბრეს არქივების გახსნილობის მნიშვნელობაზე, საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე, საარქივო მასალების საფუძველზე სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე. მათ შესთავაზეს საარქივო ადმინისტრაციას კვლევითი კომპონენტის გააქტიურებისაკენ და არქივების გაციფრულობის განვითარებისაკენ. შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ საერთო პროექტების გაგრძელებაზე და ინტენსიფიკაციაზეც.  

სიუჟეტი პრეზენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://police.ge/index.php?m=8&newsid=1694&lng=geo






ა. გრიბოედოვის ქუჩა  №3
0108, საქართველო, თბილისი
ტელ:  +99532 2 921514
ელ ფოსტა: info@idfi.ge