შვეიცარიის საელჩო საქართველოში
http://www.eda.admin.ch/eda/en/home/reps/eur/vgeo/afogeo.html#towne9652bfd-de2b-409f-996c-d8b76e666daa
სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი
http://archive.security.gov.ge
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამართველო აერთიანებს მეოცე საუკუნის საქართველოს არქივებს: ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყოფილ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს. ამ გაერთიანებულ არქივში თავმოყრილია 2 მილიონზე მეტი საარქივო დოკუმენტი.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
www.boell.ge
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წელს გაიხსნა და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ფონდი ხელს უწყობს რეგიონში ცალკეული პიროვნებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობას; ადამიანის უფლებების ძირითად პრონციპებზე დაყრდნობით ცდილობს საზოგადოებისა და პოლიტიკის არადემოკრატიული და არატოლერანტული განწყობის შეცვლას. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ხელს უწყობს ეთნო-პოლიტიკური და ტერიტორიალური კონფლიქტების ტრანსფორმაციას სამართლიანი და არაძალადობრივი გზით და მხარს უჭერს ადამიანებისა და საზოგადოების მდგრად განვითარებას. ფონდი ხელს უწყობს საჯარო დისკუსიების კულტურის ამაღლებას, რათა გადაწყვეტილებების მოღაბის პროცესი უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე გახდეს.
ეროვნული უსაფრთხოების არქივი
www.nsarchive.org
ეროვნული უსაფრთხოების არქივი არის არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტი და ბიბლიოთეკა განლაგებული ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. არქივი აგროვებს და აქვეყნებს ინფორმაციის თავისუფლების აქტის შედეგად განსაიდუმლოებულ დოკუმენტებს. არქივი ასევე, წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს დატა-ბაზას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო, სადაზვერვო და ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა საკითხების შესახებ.
|