header of idfi archive
GEO / ENG


აკაკი ჩხენკელის მემორიალური დაფა ხონის №2 საჯარო სკოლაში

IDFI-ის ინიციატივით, 2018 წლის 17 მაისს აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში, აკაკი ჩხენკელის მეორიალოური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის და ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

 


ღონისძიების შემდეგ, IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი/ისტორიკოსი ანტონ ვაჭარაძე სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და აკაკი ჩხენკელის როლის შესახებ ამ პროცესში. მან ასევე ისაუბრა აკაკი ჩხენკელის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში სრულუფლებიანი ელჩის და დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრის მოღვაწეობაზე.

 

 

ა. გრიბოედოვის ქუჩა  №3
0108, საქართველო, თბილისი
ტელ:  +99532 2 921514
ელ ფოსტა: info@idfi.ge