|
საქართველოს უშიშროების კომიტეტის ყოფილი არქივი- შსს-ის საარქივო სამმართველო, I განყოფილება, ფონდი №6, საქმე №5615.
დოკუმენტში წარმოდგენილია 1956 წლის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მოქალაქე თამარ დავითის ასული ბანეთიშვილის საგამოძიებო საქმე.
თამარ ბანეთიშვილმა 1955 წლის ოქტომებრს და 1956 წლის მარტში გაგზავნა ანონიმური წერილები საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეის მდივნის ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის სახელზე, სადაც ის აუგად იხსენიებდა საბჭოთა კავშირის პარტიულ ხელმძღვანელობას და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. თამარ ბანეთიშვილი აპროტესტებდა ვ. ლენინის სახელთან ერთდ ი. სტალინის სახელის მოუხსენიებლობას.
სასამართლომ მოქალაქე თამარ ბანეთიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების შეუზღუდავად. თუმცა, მიიღეს რა მსჯავრდებულის პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას დადებითი დახასიათება განაჩენი შეუცვალეს პირობით 3 წლის საგამოცდო ვადით.
|